ka | en
Company Slogan TODO

ატომი – ველი სისტემის კლასიკური მოდელის კვანტური შესწორება

ავტორი: სიმონ ჩხაიძე
თანაავტორები: ა. უგულავა, გ. მჭედლიშვილი, ლ. ჭოტორლიშვილი
საკვანძო სიტყვები: რეზონანსი არაწრფივი რხევებისას, ზომიერი არაწრფივობა, კვანტური საქანი
ანოტაცია:

არაწრფივი რხევითი სისტემა ქმედება–კუთხე ცვლადებში ხასიათდება რხევის სიხშირის ქმედებაზე დამოკიდებულებით. პერიოდულ შეშფოთებას სისტემაში შეუძლია შექმნას მდგრადი არაწრფივი რეზონანსი, რომლის დროსაც ქმედება აეწყობა რეზონანსის პირობაზე და „ეჩხირება“ რეზონანსში. კონკრეტული ფიზიკური ამოცანისათვის შეიძლება განხორციელდეს შემთხვევა, როცა ქმედება კლასიკური სიდიდეა, ხოლო მისი შესწორება კი კვანტური სიდიდე. ქმედების შესწორება ცხადია ემორჩილება მოძრაობის კვანტურ განტოლებას. კერძოდ, ზომიერი არაწრფივობის მიახლოებაში კვანტური მდგომარეობის აღწერა დაიყვანება მათიე – შრედინგერის განტოლების ამოხსნაზე. რეზონანსში „გაჩხერის“ შედეგად წარმოქმნილი მდგომარეობა არის ქმედების შესწორების ოპერატორის საკუთარი მდგომარეობა, რომელიც არ კომუტირებს ჰამილტონიანთან. საკუთარი მდგომარეობის ტალღური ფუნქციების ჰამილტონიანის საკუთარ ფუნქციებად გაშლის შედეგად ვღებულობთ დასახლებათა ალბათობების განაწილებას ენერგეტიკული დონეების მიხედვით. ასეთი გზით შესაძლებელია დონეთა ინვერსიული დასახლებების მიღება, რომელიც მდგრადია რელაქსაციის დროზე უფრო მცირე დროებისათვის.


მიმაგრებული ფაილები:

Quantum corrections to the classical model of the atom-field system [en]
ატომი – ველი სისტემის კლასიკური მოდელის კვანტური შესწორება [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com