საქართველოს ერთიანი ტურისტული გეოინფორმაციული სისტემა
ავტორი: ზურაბ ლაოშვილითანაავტორები: -
საკვანძო სიტყვები: გეოინფორმაციული სისტემა
ანოტაცია:
მიუხედავად განვითარების ფართო შესაძლებლობებისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისაკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკისა, რეალური წარმატება დამოკიდებულია ისეთი კრიტიკული მნიშვნელობის ინფორმაციულ-ანალიტიკური საშუალებების არსებობაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის ტურიზმის განვითარება დაიგეგმოს და განხორციელდეს ზუსტი გათვლების საფუძველზე. ასეთი ტიპის საშუალებების შექმნა ამ ეტაპზე სახელმწიფო სექტორს დამოუკიდებლად არ შეუძლია. რაც მეტად ყალიბდება ტურიზმი ეკონომიკის სტრატეგიულ მიმართულებად მით უფრო აქტუალურად დგება დღის წესრიგში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფაქიზი საკითხები. გლობალური გამოცდილების შედეგად ნათელია ის ფაქტი, რომ გის-ზე დაფუძნებული ინფორმაციულ-ანალიტიკური ხელსაწყოები ყველაზე ეფექტური საშუალებაა სტაბილური და უსაფრხო განვითარებისათვის. განვითრების სტარტეგიულ მიმართულებებს შორის უკვე რამდენიმე წელია უმნიშვნელოვანეს ადგილი ტურიზმს უკავია. იგი მიეკუთვნება ინდუსტრიათა იმ რიცხვს, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. მისი განვითარება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მრავალთემატური სივრცითი ინფორმაციის ანალიზზე. ამ მიმართულებით მთელ მსოფლოში ფართოდ გამოიყენება კომპიუტერულ პროგრამებზე ბაზირებული მონაცემთა სივრცითი ანალიზის ტექნოლოგიები - გეოინფორმაციული სისტემები (გის). საქართველოში ტურიზმის დაგეგმარებისა, განვითარებისა და ეფექტურადმართვის მიზნით საჭიროა შეიქმნას “საქართვეოს ერთიანი გეოსაინფორმაციო სისტემა”. იგი წარმოადგენს მუდმივგანახლებულ, განვითარებად, მობილურ სისტემას, მრავალწახნაგოვანი საინფორმაციო ბაზით, რომელიც საუკეეტსო ინსტრუმენტი იქნება ტურიზმის დაგეგმარების და მართვის საქმეში.
მიმაგრებული ფაილები:
Summary [en]რეზიუმე [ka]