ka | en
Company Slogan TODO

ბუნებრივი გაზის კრისტალურ ნივთიერებად ფორმირების ერთი მათემატიკური მოდელის შესახებ

ავტორი: თეიმურაზი დავითაშვილი
თანაავტორები: მერი შარიქაძე
საკვანძო სიტყვები: მათემატიკური მოდელირება, ჰიდრატები, გაზსადენი
ანოტაცია:

ამჟამად მილსადენები წარმოადგენენ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ყველაზე პოპულარულ საშუალებას. გაზსადენების ჩაჭედვის (ავარიული ჩაკეტვის) ერთერთი ძირითადი მიზეზია ჰიდრატების წარმოშობა. იმისათვის, რომ დროულად იქნეს მიღებული ზომები ჰიდრატების წარმოქმნის საწინააღმდეგოდ, საჭიროა შესწავლილი იქნეს მილსადენში ტენიანობის, წნევისა და ტემპერატურის განაწილება. ამ ტიპის ამოცანები განხილული და გამოკვლეულია სტაციონარული დინების პირობებში. ჩვენს მიერ განიხილება მილსადენში გაზის არასტაციონარული დინების პირობებში კონდენსატის შესაძლო წარმოქმნის ადგილის განსაზღვრის ამოცანა გარემოსთან სითბოს გაცვლის გათვალისწინებით. ამ ამოცანის შესწავლის მიზნით განიხილება და შეისწავლება კერძო წარმოებულიანი დიფერენციალურ განტოლებათა სისტემა. მოცემული მეთოდის ეფექტურობის შესწავლის მიზნით ერთი ზოგადი სატესტო ამოცანა შეისწავლება. რიცხვითმა გათვლებმა გვიჩვენა შემოთავაზებული მეთოდის ეფექტურობა. მოცემულია რიცხვითი თვლის შედეგები.


მიმაგრებული ფაილები:

On one modell of natural gas transformation into crystalline substance for gas nonstationary flow [en]
ბუნებრივი გაზის კრისტალურ ნივთიერებად ფორმირების ერთი მათემატიკური მოდელის შესახებ [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com