ka | en

აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის აღმოსავლეთ სეგმენტის დასავლეთ ნაწილის ზედა ცარცულ-პალეოგენური აუზების გეოდინამიური გარემო და პალეოეკოლოგია
ავტორი: კახა ქოიავასაკვანძო სიტყვები: კამპანურ-მაასტრიხტული, დანიური, იქნოფაუნა.
ანოტაცია:
აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის აღმოსავლეთ სეგმენტის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობენ ზედაცარცული, კონიაკურ-სანტონური კარბონატული და კამპანურ-მაასტრიხტული კარბონატულ-ტერიგენული ნალექები, პალეოცენ-ქვედაეოცენური ფლიშური ნალექები და შუაეოცენური ვულკანიგენურ-დანალექი წარმონაქმნები. მაასტიხტულ კირქვებსა და დანიურ ქვიშაქვებში დადგენილ იქნა აბისურ-ბათიალური ნალექებისათვის დამახასიათებელი მდიდარი იქნოფაუნა, რომელიც დიდ მსგავსებას იჩენს ესპანეთის ზედაცარცულ-ეოცენური ფლიშური (ტურბიდიტული) ნალექების იქნოფაუნასთან.
მიმაგრებული ფაილები:
აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის აღმოსავლეთ სეგმენტის დასავლეთ ნაწილის ზედა ცარცულ-პალეოგენური აუზების გეოდინამიური გარემო და პალეოეკოლოგია [ka]Geodynamic environment aud paleoecology of upper Cretaceous-Paleogene basins of the western part of the eastern segment of Ajara-Trialeti folded zone [en]