გამოკვლევები ენანტიომერული ნარევების დაყოფის ფიზიკურ-ქიმიური მექანიზმების კვლევის დარგში
ავტორი: ბეჟან ჭანკვეტაძეთანაავტორები: ბეჟან ჭანკვეტაძე, ანტონინა მსხილაძე, ლალი ჭანკვეტაძე, ნინო თაყაიშვილი, იზა მათარაშვილი, მარინა ქარჩხაძე
საკვანძო სიტყვები: ენანტიომერების დაყოფა, მაღალეფექტურიო სითხური ქრომატოგრაფია, ნანოქრომატოგრაფია, ელექტროქრომატოგრაფია, კაპილარული ელექტროფორეზი
ანოტაცია:
გამოკვლევები ენანტიომერული ნარევების დაყოფის ფიზიკურ-ქიმიური მექანიზმების კვლევის დარგში ბეჟან ჭანკვეტაძე, ანტონინა მსხილაძე, ლალი ჭანკვეტაძე, ნინო თაყაიშვილი, იზა მათარაშვილი, მარინა ქარჩხაძე, გიორგი ჯიბუტი, ხათუნა გოგალაძე, ანა ღიბრაძე, მაია დემეტრაშვილი, ალექსანდრე დადიანიძე, ლევან მოსიაშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრა და ფიზიკური და ანალიზური ქიმიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი ჭავჭავაძის გამზ. 1, 0179 თბილისი bezhan.chankvetadze@tsu.ge მოხსენებაში შეჯამებულია ჩვენი ჯგუფის მიერ 2012 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული კვლევითი სამუშაოები ენანტიომერული ნარევების დაყოფის ფიზიკურ-ქიმიური მექანიზმების კვლევის დარგში. ეს გამოკვლევები ასახულია სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებულ 13 პუბლიკაციაში და მრავალ ზეპირ და სტენდურ მოხსენებასა და სემინარში. გამოქვეყნებულ ნაშრომები დაყოფილია 3 თემატურ ჯგუფად: 1) მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია, 2) ნანოქრომატოგრაფია და კაპილარული ელექტროქრომატოგრაფია და 3) კაპილარული ელექტროფორეზი. პირველი ჯგუფის შრომები ეხება ქირალური ნივთიერებების ენანტიომერების დაყოფის მეთოდების ოპტიმიზაციას ექსპერიმენტის მულტივარიაციული დაგეგმის საფუძველზე, ენანტიომერების დაყოფის კვლევას ახალი ტიპის პოლისაქარიდულ ქირალურ სვეტებზე ნორმალური-, შებრუნებული- და პოლარული ორგანული მოძრავი ფაზების გამოყენებით და ენანნტიომერების ელუირების რიგზე მოძრავი ფაზის ბუნების, მისი დანამატების და დაყოფის ტემპერატურის გავლენას. გარდა ამისა, შემუშავებული იქნა მეთოდები ენანტიოსელექტიური ჰომოგენური კატალიზური ალდოლის რეაქციის პროდუქტების რთული ნარევების ანალიზის მიზნით. ამ ჯგუფის შრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია კორშელის ტიპის ახალი ქირალური სტაციონარული ფაზების შექმნა პოლისაქარიდების საფუძველზე. ეს არის ლიტერატურაში აღწერილი პირველი შემთხვევა ამ ტიპის მასალების შესახებ. გამოქვეყნებულ ნაშრომთა მეორე ჯგუფში ნაჩვენები იქნა ჩვენს მიერ შემუშავებული ქირალური საციონარული ფაზების გამოყენების შესაძლებლობა ნანოქრომატოგრაფიასა და კაპილარულ ელექტროქრომატოგრაფიაში ქირალური პესტიციდების ანალიზის მიზნით, შემუშავებული იქნა ქირალური სვეტების სკრინინგის ოპტიმალური მეთოდები და პირველად იქნა გამოყენებული კორშელ ტიპის სილიკაგელის საფუძველზე მომზადებული ქირალური მასალა ამ მეთოდებში. ნაშრომთა მესამე ჯგუფში შესწავლილი იქნა ენანტიომერული ნარევების დაყოფის მექანიზმები კაპილარულ ელექტროფორეზში ბირთვულ მაგნიტური რეზონანსის სპექტროსკოპიის გამოყენებით და განხორციელდა ამ მექანიზმების შედარება წყალხსნარებსა და არაწყალხსნარი ტიპის ელექტროლიტებში.