ka | en
საქართველოში „შეილის“ გაზის ძიების პერსპექტივების შესწავლა
ავტორი: არჩილი მაღალაშვილითანაავტორები: მ.მარგველაშვილი, პ.ცინცაძე, მ.კინგი
საკვანძო სიტყვები: შეილის გაზი, ფიქალის გაზი, ენერგეტიკული წიაღისეული, შეილის გეოლოგია, საქართველო
ანოტაცია:
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში შეილის (ფიქალის) გაზი განიხილება, როგორც წიაღისეული ენერგეტიკული რესურსი, რომელსაც არსებითად შეუძლია შეცვალოს მსოფლიოს ენერგეტიკული ბალანსი და მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს, როგორც გლობალურ ისე რეგიონულ ენერგო- და გეოპოლიტიკაზე. ჩატარებული წინასწარი კვლევის შედეგად საქართველოში დადგინდა შეილის გაზის შესაძლო შემცველი რეგიონული მასშტაბის მქონე რამდენიმე პერსპექტიული წყების არსებობა. აღნისნული წყებების გეოლოგიურ სივრცეში გავრცელება, სპეციფიური გეოლოგიური და გეოქიმიური თავისებურებების შესწავლა და მსხვილმასშტაბიანი სივრცითი კარტირება შემდგომი სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს.