ადამანტანის ფრაგმენტის შემცველი ზოგიერთი ჰეტეროციკლების შესწავლა: სინთეზი, კვლევა
ავტორი: მარინა სოსელიათანაავტორები: შოთა სამსონია, დავით ზურაბიშვილი.
საკვანძო სიტყვები: ადამანტანი, ბენზიმიდაზოლი, ამიდი, ბიოლოგიური აქტიურობა.
ანოტაცია:
კვლევის მიზანია ადამანტანშემცველი ზოგიერთი ჰეტეროციკლური ნაწარმების სინთეზის მეთოდების დამუშავება, ელეტრონოდონორული ადამანტანის რადიკალის გავლენის შესწავლა ნაერთების რეაქციისუნარიანობაზე და მათ სპეციფიკურ ბიოლოგიურ აქტიურობაზე. სინთეზირებულ და დაგროვებულ იქნა ადამანტანის რიგის წარმოებულები: ადამანტანკარბონმჟავა, 3-ჰიდროქსიადამანტან-1 კარბონმჟავა, 3-ქლორადამანტან-1-კარბონმჟავა, აცეტილამინოადამანტან-1-კარბონმჟავა, აცეტამინოფენილადამანტან-1-კარბონმჟავა და შესაბამისი ამინომჟავები. მიღებულ და გასუფთავებულ იქნა ბენზოილ-ო-ფენილენდიამინი ჰიდროქლორიდის სახით, ნიტრო-ო-ფენილენდიამინი, 4-მეთოქსი-2-ნიტროანილინი. სინთეზირებულია 2-ნიტროაცეტამინოადამანტან-1-კარბონმჟავა, N-ბენზოილამინოადამანტან-1-კარბონმჟავა, N-ადამანტოილ-3,4-დიამინობენზოფენონი, N-(3-ქლორადამანტოილ)-ო-ფენილენდიამინი, N-(3-ქლორადამანტოილ)-2-ნიტროანიზიდინი, N-(აცეტამინოფენილადამანტოილ)-ო-ფენილენდიამინი და ასევე ბენზიმიდაზოლები: 2-(2-ჰიდროქსიფენილ)ბენზიმიდაზოლი და 2-(3-ნიტროფენილ)ბენზიმიდაზოლი. სინთეზირებული რიგი ნაერთების აგებულება დადგენილია იწ, ‘HNMR, 13C NMR სპექტრების მონაცემები.
მიმაგრებული ფაილები:
ადამანტანის ფრაგმენტის შემცველი ზოგიერთი ჰეტეროციკლების შესწავლა: სინთეზი, კვლევა [ka]The synthesis and study of some of adamantane-fragment containing heterocycles. [en]