ka | en
Salmonella - სა და E.coli - სპეციფიური ბაქტერიოფაგების გამოყოფა და მათი შესწავლა
ავტორი: ხათუნა მაკალათიათანაავტორები: ი.ედიბერიძე, ნ.ღუდუმიძე, მ.მერაბიშვილი, ი.ჯანაშია, ნ.ჭანიშვილი
საკვანძო სიტყვები: სალმონელა, ეშერიხია, ბაქტერიოფაგი, სკრინინგი.
ანოტაცია:
აღნიშნული ნაშრომის მიზანია Salmonella - სა და E.coli - ის სპეციფიური ახალი ბაქტერიოფაგების გამოვლენა, შერჩევა და შესწავლა, რომლებიც შემდგომში გამოყენებულ იქნებიან ადამიანისა და ცხოველთათვის ეფექტური სამკურნალო -პროფილაქტიკური ფაგური პრეპარატის შესაქმნელად. ჩამდინარე წყლების 10 ნიმუშიდან სულ გამოყოფილ იქნა 30 ბაქტერიოფაგის კლონი, რომლებიც აქტიურნი არიან Salmonella sp მიმართ და 5 ფაგის კლონი - E.coli - ის მიმართ.შესწავლი იქნა ყველა ახლადგამოყოფილი ფაგური კლონის ნეგატიური კოლონიისა და ვირიონების მორფოლოგია, მათი მოქმედების სპექტრი.სეროლოგიური ტესტითა და ფლუორესცენტული ფრაგმენტული პოლიმორფიზმის ანალიზით გამოვლინდა ფაგურ კლონთა რამდენიმე ჯგუფი, მათი გენოტიპების მსგავსებისა თუ განსხვავებულობის მიხედვით.
მიმაგრებული ფაილები:
Isolation and characterization of Salmonella and E.coli bacteriophages [en]Salmonella - სა და E.coli - სპეციფიური ბაქტერიოფაგების გამოყოფა და მათი შესწავლა [ka]