ka | en
Company Slogan TODO

ზოგიერთი ქირალური დიჰიდროპირიდინის ენანტიომერების ელუირების რიგის შესწავლა სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლარულ ორგანული ელუენტების გამოყენებით

ავტორი: ნინო თაყაიშვილი
თანაავტორები: ლალი ჭანკვეტაძე, ანტონინა მსხილაძე, მარინა ქარჩხაძე, გიორგი ჯიბუტი, ბეჟან ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: ქირალური დიჰიდროპირიდინები, ენანტიომერების ელუირების რიგი, ქირალური სტაციონარული ფაზა, პოლარ ორგანული მოძრავი ფაზა
ანოტაცია:

შესწავლილია მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფის საშუალებით ხუთი სხვადასხვა დიჰიდროპირიდინის ენანტიომერების დაყოფა პოლარულ ორგანული მოძრავი ფაზის გამოყენებით სხვადასხვა ქირალური ტიპის სტაციონარულ ფაზებზე. შესწავლილია აგრეთვე ამლოდიპინის ენანტიომერების ელუირების რიგის ცვლილება ელუენტში მცირე რაოდენობა ჭიანჭველმჟავას თანაობისას. სტაციონარული ფაზებიდან გამოყენებული იყო ახალი ტიპის მასალები - ქირალური სვეტები: Lux Cellulose-1, Lux Cellulose-2, Lux Cellulose-3, Lux Cellulose-4, Lux Amylose-2 ზომით 4.6x250 მმ და 3 ან 5 მკმ დიამეტრის მქონე ნაწილაკებით. ექსპერიმენტი ტარდებოდა შემდეგ დიჰიდროპირიდინებზე: ამლოდიპინი, ნიტრენდიპინი, ნიკარდიპინი, ნიმოდიპინი და ნიზოლდიპინი. დიჰიდროპირიდინების დასაყოფად პოლარულ ორგანული ელუენტების გამოყენებას ბევრი უპირატესობა აქვს: ანალიზის მცირე დრო, მაღალი თეორიული თეფშების რიცხვი, საანალიზო ნივთიერება კარგად იხსნება პოლარულ ორგანულ გამხსნელში, ქირალური სვეტები მდგრადია ამ გამხსნელების მიმართ და სხვა. დიჰიდროპირიდინების ენანტიომერების დაყოფა შესწავლილი იყო ისეთი პოლარულ ორგანული გამხსნელების გამოყენებით, როგორიცაა ეთანოლი და აცეტონიტრილი. ქირალური დიჰიდროპირიდინების ელუირების შესწავლამ პოლისაქარიდული ტიპის ქირალურ სვეტებზე პოლარულ ორგანული მოძრავი ფაზის გამოყენებით გვიჩვენა, რომ ელუირების რიგზე გავლენას ახდენს როგორც ქირალური სტაციონარული ფაზის ბუნება, ასევე მოძრავი ფაზების (ეთანოლი, აცეტონიტრილი) ბუნება და დანამატების (დიეთილამინი, ჭიანჭველმჟავა) კონცენტრაცია.


მიმაგრებული ფაილები:

Nino-Takaishvili-GEO [ka]
Nino-Takaishvili-ENG [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com