ka | en
Company Slogan TODO

H(2p) მდგომარეობის აგზნება H3+-He დაჯახების პროცესში

ავტორი: მალხაზ გოჩიტაშვილი
თანაავტორები: რამაზ ლომსაძე, ნუგზარ მოსულიშვილი
საკვანძო სიტყვები: აგზნება, დისსოციაცია, წყალბადის მოლეკულა
ანოტაცია:

ნაშრომში წარმოდგენილია წყალბადის ატომური ხაზის (121.6nm) აგზნების ფუნქციის გაზომვის ექსპერიმენტული შედეგები. გაზომვები ჩატარებულია H3+-He წყვილისათვის, იონების ენერგიის 3 - 9 კევ დიაპაზონში. დადგენილია, რომ გამოსხივების ინტენსიობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დამჯახებელი მოლეკულური H3+ იონის ძირითადი ელექტრონული მდგომარეობის შესაბამისი რხევითი დონეების აგზნების ხარისხზე.H3+ იონები მიიღებოდა მაღალსიხშირული განმუხტვის-ტონემანის ტიპის იონურ წყაროში. H3+ იონების დენის მაქსიმალური სიდიდე მიიღწეოდა 0.1 ტორი წნევისათვის. ამ შემთხვევაში წყაროდან გამოსული იონები იმყოფებოდნენ ძირითად ელექტრონულ და რხევით (v = 0) მდგომარეობაში. ამ პირობებში რხევითი აგზნების ჩაქრობის პროცესი ხორციელდებოდა H3+ იონების Н2 მოლეკულებთან დაჯახების პროცესში.


მიმაგრებული ფაილები:

Dissociative excitation processes of atomic state H(2p) in the H3+-He collision [en]
H(2p) მდგომარეობის აგზნება H3+-He დაჯახების პროცესში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com