ka | en
Company Slogan TODO

ქირალური ბეტა-ბლოკატორების ენანტიომერული ნარევების დაყოფა პოლარულ-ორგანულ გამხსნელებში ახალი ტიპის პოლისაქარიდული ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით

ავტორი: ხათუნა გოგალაძე
თანაავტორები: ბეჟან ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია, ქირალური ბეტა ბლოკატორი
ანოტაცია:

მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეთოდია ენანტიოსელექტიურ ანალიზში. პოლისაქარიდული ქირალური სორბენტები ფართოდ გამოიყენება ენანტიომერული ნარევების დასაყოფად სითხურ ქრომატოგრაფიაში, როგორც ნორმალურფაზიანი, ისევე შებრუნებულფაზიანი და პოლარულ-ორგანული მოძრავი ფაზებით. ენანტიომერების ელუირების რიგის შეცვლა ქილარულ ქრომატოგრაფიაში ნიშნავს ქირალური სელექტორის გამოცნობის შებრუნებას. ქირალური გამოცნობის მექანიზმები ნორმალურ ფაზაში, შებრუნებულ ფაზასა და პოლარულ ორგანულ ფაზაში შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, რაც გვაძლევს ძალიან განსხვავებულ და საინტერესო შედეგებს, რასაც დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია. მნიშვნელოვანია ბეტა ბლოკატორის დაყოფის ფიზიკო-ქიმიური მექანიზმების კვლევა. ნაშრომის მიზანს წარმოადგენს შესწავლილ იქნას 16 ქირალური ბეტა ბლოკატორის ენანტიომერების დაყოფა პოლარულ ორანულ გამხსნელებში ახალი ტიპის პოლისაქარიდული ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით. ექსპერიმენტი ტარდებოდა Agilent 1200 HPLC (Agilent Technologies, Waldbronn, Germany) ტიპის მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაზე. სამუშაო შესრულდა 6 ტიპის ქირალურ სელექტორზე: ცელულოზა–1, ცელულოზა–2, ცელულოზა–3, ცელულოზა–4, ამილოზა–2-სა და სპ–6 სვეტებზე. პოლარული ორგანული გამხსნელები: მეთანოლი, ეთანოლი და აცეტონიტრილი. გამოიკვეთა შედეგები ხუთ ბეტა-ბლოკატორზე., თუმცა არცერთი მათგანი არ დაიყო ცელულოზა-3 სვეტზე. შესწავლილ იქნა დიეთილამინის da ჭიანჭველმჟავის გავლენა დადგენილი იქნა ენანტიომერების ელუირების რიგის შებრუნების რამდენიმე შემთხვევა, როგორც სვეტიდან სვეტზე გადასვლისას, ასევე ელუენტის ცვლილებისას.


მიმაგრებული ფაილები:

Separation of enantiomers of selected chiral beta-blocker drugs by using novel polysaccharide-based chiral stationary phases in high-performance liquid chromatography [en]
ქირალური ბეტა-ბლოკატორების ენანტიომერული ნარევების დაყოფა პოლარულ-ორგანულ გამხსნელებში ახალი ტიპის პოლისაქარიდული ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com