ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის ინტენსივობის ქსოვილოვანი სპეციფიკურობა ემოციური სტრესის პირობებში
ავტორი: ketevani menabdeთანაავტორები: ნანა კოშორიძე, მადონა ჩაჩუა, ზურაბ ქუჩუკაშვილი, გიორგი ბურჯანაძე, ნატალია დაჩანიძე
საკვანძო სიტყვები: Stress, lipid peroxidation
ანოტაცია:
შესწავლილია ვირთაგვების სისხლში, თავის ტვინსა და გულის კუნთის უჯრედებში ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის (ლზჟ) პროცესებისა და ანტიოქსიდანტური სისტემის აქტივობა ცხოველების იზოლირებისა და დღე-ღამური რითმის დარღვევის პირობებში. მიღებული მონაცემებით, ცხოველების სისხლის პლაზმაში, თავის ტვინისა და გულის კუნთის უჯრედებში აღინიშნება აზოტის ზეჟანგის (NO) შემცველობის არაერთგვაროვანი რაოდენობრივი ცვლილებები. NO-ს რაოდენობრივი ცვლილებების ფონზე მიმდინარეობს ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროცესის გააქტიურება, რაზეც მიუთითებს ლზჟ პროდუქტების ე.წ. თიობარბიტურატ-აქტიური პროდუქტების (მალონის დიალდეჰიდი) და დიენური კონიუგატების კონცენტრაციის მატება. ცხოველების იზოლირებითა და დღე-ღამური რითმის დარღვევით გამოწვეული სტრესის პირობებში შესწავლილია უჯრედის ანტიოქსიდანტური სისტემის ფერმენტების (სუპეროქსიდდისმუტაზა, კატალაზა) აქტივობის ცვლილებები. მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ ცხოველების იზოლირება და დღე-ღამური რითმის დარღვევა არის ფაქტორები, რომლებიც იწვევს უჯრედის ენერგეტიკული მეტაბოლიზმის მნიშვნელოვან დაქვეითებას და ოქსიდაციურ სტრესს თავის ტვინის ქსოვილებსა და გულის კუნთის უჯრედებში, რაც შესაძლებელია გახდეს ტოქსიკური რადიკალების ჭარბი ოდენობით წარმოქმნის მიზეზი და გამოიწვიოს ისეთი შეუქცევადი პროცესები, რომლებიც საბოლოოდ განაპირობებენ სხვადასხვა პათოლოგიის განვითარებას.
მიმაგრებული ფაილები:
Tissue Specificity of Lipid Peroxidation under Emotional Stress [ka]ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის ინტენსივობის ქსოვილოვანი სპეციფიკურობა ემოციური სტრესის პირობებში [ka]