ელექტრონული გაზის გაციება დამაგნიტებით
ავტორი: ნოდარ ცინცაძეთანაავტორები: ლევან ცინცაძე
საკვანძო სიტყვები: კვანტური ფერმის ელექტრონული გაზი, კვანტური ადიაბატის განტოლება
ანოტაცია:
ჩვენს მიერ შემოთავაზებულია ფერმის ელექტრონული გაზის გაციების ახალი მექანიზმი ადიაბატური დამაგნიტების პროცესით. ლანდაუს მიერ იყო ნაჩვენები, რომ მაგნიტური ველის ძალწირების პერპენდიკულარულ სიბრტყეში ელექტრონები მოძრაობენ წრეწირზე და მათი მოძრაობა ფინიტურია, ე.ი., ენერგიის განივი კომპონენტი იკვანტება. ჩვენს მიერ გამოთვლილი იქნა ელექტრონული გაზის თერმოდინამიკური პოტენციალი ნებისმიერი მაგნიტური ველისა და ტემპერატურის დროს და შესწავლილი იქნა ყველა თერმოდინამიკური სიდიდეები როგორც სიმკვრივის, ტემპერატურის და მაგნიტურ ველის ფუნქციები, ჩვენს მიერ მიღებული იქნა ახალი ადიაბატური განტოლებები, რომელიც შეიცავს სამ უცნობ სიდიდეს -სიმკვრივეს, ტემპერატურას და მაგნიტური ველს - განსხვავებით ჩვეულებრივი თერმოდინამიკისგან, სადაც მხოლოდ ორი უცნობია. თუ დავუშვებთ, რომ ამ განტოლებაში სიმკვრივე მუდმივია, მაგალითად მეტალებსა და ნახევარგამტარებში, მაშინ ჩვენ ვიღებთ ასეთ ახალ ეფექტს -- მაგნიტური ველის გაზრდა იწვევს ტემპერატურის შემცირებას.
მიმაგრებული ფაილები:
Magnetization cooling of an electron gas [en]ელექტრონული გაზის გაციება დამაგნიტებით [ka]