B-ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით დაავადებულებში მონოციტების ფუნქციური და ფენოტიპური ცვლილებები
ავტორი: თამარ ცერცვაძეთანაავტორები: ნინა კულიკოვა, ნინო ფორაქიშვილი
ანოტაცია:
B-ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით დაავადებულებში მონოციტების ფუნქციური და ფენოტიპური ცვლილებები თამარ ცერცვაძე, ნინა კულიკოვა, ნინო ფორაქიშვილი ელ-ფოსტა: tamar.tsertsvadze@tsu.ge ბიოლოგიის დეპარტამენტი, ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის ქ.13, 0143, თბილისი B-ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (B-ქლლ) წარმოადგენს ავთვისებიან ლიმფოპროლიფერაციულ დაავადებას, რომელიც ხასიათდება იმუნოლოგიურად არაკომპეტენტური, მონოკლონური CD5+/CD19+/CD23+ B უჯრედების დიდი რაოდენობით დაგროვებით პერიფერიულ სისხლში და ძვლის ტვინში. B-ქლლ მოზრდილთა ლეიკემიების ყველაზე გავრცელებული ფორმაა დასავლეთის ქვეყნებში. B-ქლლ-ის მკურნალობის ეფექტური მეთოდი არ არსებობს. ყველაზე გავრცელებულია ქიმიოთერაპია ციტოტოქსიკური საშუალებებით. მაგრამ ციტოტოქსიური აგენტები სიმსივნურ უჯრედების გარდა ნორმალურ უჯრედებსაც აზიანებენ, რასაც მეორადი გართულებები მოჰყვება. შესაბამისად, აქტუალურია B-ქლლ-ის მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების შემუშავება. ერთ-ერთ შესაძლო მიდგომას წარმოადგენს მონოციტებისების ანტისიმსივნური პოტენციალის გამოყენება. ამ მიდგომის პრაქტიკული გამოყენებისათვის საჭიროა ქლლ-ით დაავადებულებში მონოციტური პოპულაციის კომპეტენტურობის გამოკვლევა. ჩვენ შევისწავლეთ მონოციტების ფუნქციური და ფენოტიპური ცვლილებები B-ქლლ-ით დაავადებულში. In vitro შესწავლილ იქნა მონოციტური პოპულაციის ფაგოციტური ფუნქცია 38 B-ქლლ-ის მქონე პაციენტში და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის ჯანმრთელი დონორების ჯგუფში (20 დონორი). ფაგოციტოზის უნარის შეფასებისთვის in vitro ვაკვირდებოდით მონოციტების მიერ ოპსონიზებული Staphylococcus aureus-ის შთანთქმის უნარს. პარალელურად ვსაზღრავდით მონოციტების იმუნოფენოტიპურ პროფილს: გამდინარე ციტომეტრიის მეთოდით შესწავლილ იქნა Fc-რეცეპტორების: FcRI (CD64)-ის, FcRII (CD32)-ის, FcRIII (CD16)-ის ექსპრესიის დონე. მიღებული შედეგების თანახმად გამოვლინდა ფაგოციტური ფუნქციის მნიშვნელოვანი შემცირება ქლლ-ით დაავადებულებში ჯანმრთელ დონორებთან შედარებით (ფლუორესცენციის საშუალო ინტენსივობა (ფსი)=3619±467 დონორებში,ფსი=1928±503 დაავადებულებში, p<0.01). პარალელურად, იმუნოფენოტიპირებით დადგინდა CD64-ის ექსპრესიის მნიშვნელოვანი დაქვეითება ქლლ დაავადებულებში (ფსი=180,99,705 ჯანმრთელ დონორებში, ფსი=29,283,974 ქლლ დაავადებულებში,p<0.0001). პაციენტთა იმუნოფენოტიპური პროფილის ანალიზისას ვაკვირდებოდით დაავადების სტადიას (რაი-ს კლასიფიკაციის მიხედვით: 0-4 სტადიები). დადგინდა, რომ CD64-ის ექსპრესიის დაქვეითება კორელირებს დაავადების პროგრესირებასთან: 0-1 სტადია: ფსი=57,0112,76, 2-4 სტადია: 16,628,85, p<0.0001. CD64-ის ექსპრესიის დაქვეითებით შეიძლება აიხსნას, ჩვენს მიერ ნაჩვენები დარღვევა ფაგოციტურ ფუნქციაში, რადგანაც ზუსტად Fc-რეცეპტორების უნარი დაუკავშირდნენ IgG-ს გავლენას ახდენს ფაგოციტური უჯრედის ფუნქციაზე ეფექტურად მოახდინოს ოპსონიზებული პათოგენის ელიმინაცია.
მიმაგრებული ფაილები:
Aberrations in Functional Activity and Immunophenotype of Monocytes in B – Cell Chronic Lymphocytic Leukemia [en]B - ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით დაავადებულებში მონოციტების ფუნქციური და ფენოტიპური ცვლილებები [ka]