ka | en
Company Slogan TODO

ტექნოლოგიური პროცესის ოპერატიული მართვისათვის გადაწყვეტილებების მიღების მხარდამჭერი საინფორმაციო სისტემის აგება კირის ღუმელის მაგალითზე

ავტორი: თეიმურაზი მანჯაფარაშვილი
საკვანძო სიტყვები: ტექნოლოგიური პროცესის მართვა, ფაზი ლოგიკა, ცოდნის ბაზა, გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი საინფორმაციო სისტემა
ანოტაცია:

ფაზი-ლოგიკა არის ახალი და ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც გამოყენებული იქნა, რათა განევითარებინათ საინჟინრო კონტროლის რეალიზაციები. ბოლო წლებში ფაზი-ლოგიკამ დაამტკიცა თავისი დიდი პოტენციალი განსაკუთრებით სამრეწველო ტექნოლოგიური პროცესების მართვის მხარდაჭერისა და ავტომატიზაციის აპლიკაციებში, სადაც ის საშუალებას იძლევა მართვის სისტემის დიზაინი ჩამოყალიბდეს უშუალოდ ექსპერტული გამოცდილების და ექპერიმენტალური შედეგების საფუძველზე. უკვე რეალიზებული პროექტები აჩვენებს, რომ ფაზი-ლოგიკის გამოყენებამ ტექნოლოგიური პროცესების მართვაში მოგვცა უკეთესი გადაწყვეტილებები, მართვის სტანდარტულ ტექნიკასთან შედარებით. ფაზი-ლოგიკა იძლევა საშუალებას აიგოს გადაწყვეტილებების მიღების მრჩეველი სისტემები ოპერატორების გამოცდილებაზე და ექსპერიმენტების შედეგებზე დაყრდნობით და არა მათემატიკური მოდელების საშუალებით. წარმოდგენილ ნაშრომში მაგალითად განხილულია კონკრეტული ტექნოლოგიური პროცესის – კირის ღუმელის ოპერატიული მართვისათვის გადაწყვეტილებების მიღების მხარდამჭერი საინფორმაციო სისტემის აგება ფაზი–ლოგიკის გამოყენებით, შესაბამისი ექსპერტულ–ობიექტური ცოდნის ბაზის შექმნის საფუძველზე, ტექნოლოგიური პროცესის როგორც არაავარიულ, ისე ავარიულ რეჟიმებში მართვის მხარდაჭერისათვის.


მიმაგრებული ფაილები:

ტექნოლოგიური პროცესის ოპერატიული მართვისათვის გადაწყვეტილებების მიღების მხარდამჭერი საინფორმაციო სისტემის აგება კირის ღუმელის მაგალითზე [ka]
ტექნოლოგიური პროცესის ოპერატიული მართვისათვის გადაწყვეტილებების მიღების მხარდამჭერი საინფორმაციო სისტემის აგება კირის ღუმელის მაგალითზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com