სხვადასხვა Fc გამა რეცეპტორების ჩართულობა ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის მუტანტური ბეტა ჯაჭვის და ნატიური აქგ შემცველი იმუნური კომპლექსების ფაგოციტოზში
ავტორი: ნინო გაჩეჩილაძეთანაავტორები: გაჩეჩილაძე ნ, ჭიკაძე ნ, მიცკევიჩი ნ, ლანდი ტ., დელვეს პ.ჯ, როიტი ა., ფორაქიშვილი ნ
საკვანძო სიტყვები: იმუნური კომპლექსები, აქგ, ფაგოციტოზი, Fc რეცეპტორი
ანოტაცია:
მოცემული კვლევის მიზანი იყო Fcγ რეცეპტორების (FcγR) როლის შესწავლა მუტანტური მოლეკულა აქგβ(R68E) -ით იმუნიზაციის შედეგად წარმოქმნილი ჰორმონ-ანტისხეული იმუნური კომპლექსების (იკ) ფაგოციტოზში in vitro. ამისათვის აქგβ(R68E) -ითიმუნიზირებულ ბოცვრების შრატს ვუმატებდით ნატიურ ფლუორესცინიზოთიანიდით მონიშნულ აქგ-ს. მაფაგოციტირებელ უჯრედებს კი შერჩევითად ვაინკუბირებდით ანტი-Fcγ RI, ანტი-FcγRII და ანტი-FcRIII და ანტიკომპლემენტ რეცეპტორ 3 (CR3) მონოკლონურ ანტისხეულებთან აღნიშნული რეცეპტორების ბლოკირებისათვის. ფაგოციტოზს ვაკვირდებოდით გამდინარე ციტომეტრით. მიღებული შედეგებიდან ჩანს, რომ ბოცვერის ანტი აქგ β R68E შტარებით და ნატიური აქგ შემცველი იკ-ების ფაგოციტოზი გაშუალებულია FcγRI (CD64) და FcγRIII(CD16)რეცეპტორებით და კომპლემენტის რეცეპტორი 3 (CR3) ამ პროცესის თანამონაწილეა.