ka | en
Company Slogan TODO

Vibrio spp.-ისა და Aeromonas spp.-ის ბიომრავალფეროვნების შესწავლა საქართველოს წყლიან გარემოში

ავტორი: ნინო მითაიშვილი
თანაავტორები: ნ. მითაიშვილი, გ. ქაჯაია, გ. ნატროშვილი, გ. ცერცვაძე, მ. თედიაშვილი.
საკვანძო სიტყვები: Vibrio spp., Aeromonas spp., ბიომრავალფეროვნება;
ანოტაცია:

Vibrionaceae და Aeromonadaceae ოჯახის წარმომადგენლები გავრცელებულნი არიან როგორც ზღვის, ასევე მტკნარი წყლის გარემოში, წყლის ზედაპირსა და სიღრმეებში, როგორც თავისუფლად მცხოვრები პოპულაციების სახით, ასევე ზღვის ცხოველებთან, წყალმცენარეებთან და დენდტრიტად ასოციაციებად. 2006-2010 წლებში ჩატარდა მონიტორინგი საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და მტკნარი წყლის რეზერვუარებში: ლისის ტბა, თბილისის ზღვა და კუმისის ტბა. წარმოდგენილი კვლევის მიზანი იყო Vibrio spp. და Aeromonas spp.-ის გამოყოფა, იდენტიფიკაცია საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონისა და მტკნარი წყლის რეზერვუარებიდან და ბიომრავალფეროვნების შესწავლა. საქართველოს წყლიანი გარემოდან სულ გამოიყო 2092 საკვლევი იზოლატი; 1869 იზოლატი იდენტიფიცირდა, როგორც Vibrio spp., ხოლო 223 – Aeromonas spp.; კლინიკური Vibrio spp.–ის ბიოქიმიურად იდენტიფიცირებული შტამების 70-100% დადასტურდა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით. საქართველოს წყლიან გარემოდან იდენტიფიცირდა კლინიკური Vibrio-ს გვარის 11 პათოგენური სახეობა: V. parahaemolyticus, V. cholerae, V. vulnificus, V. alginolyticus, V. metschnikovii, V. cincinnatiensis, V. holisae, V. damsela, V. fluvialis, V. harveyi, V. mimicus; არაპათოგენური Vibrio-ს 8 სახეობა: V. orientalis, V. marinus, V. pelagius, V. campbellii, V. splendidus, V. nereis, V. nigripulchritudo, V. natriegens; ხოლო Aeromonas-ის 8 სახეობა: A. salmonicida, A. hydrophila , A. caviae , A. media, A. veronii, A. schuberti, A. sobria, A. eucrenophila; შესწავლილ იქნა მათი ბიომრავალფეროვნება, რაოდენობრივი და სეზონური განაწილება. Vibrios spp.-ის გამრავლებისთვის საუკეთესო სეზონები აღმოჩნდა შემოდგომა და ზაფხული, ხოლო Aeromonas spp.-თვის შემოდგომა და გაზაფხული.


მიმაგრებული ფაილები:

Study the biodiversity of Vibrio spp. and Aeromonas spp. from Georgian Aquatic Environment [en]
Vibrio spp.-ისა და Aeromonas spp.-ის ბიომრავალფეროვნების შესწავლა საქართველოს წყლიან გარემოში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com