
ენდოგენური ინტოკსიკაციის სინდრომის შესწავლა პროსტატის სიმსივნეებით დაავადებული მამაკაცების სისხლში
ავტორი: ნანული კოტრიკაძეთანაავტორები: ბ.დ. მაია ზიბზიბაძე, ბ.დ. მანანა ალიბეგაშვილი, დოქტორანტი/ლაბორანტი ლიანა რამიშვილი, ბიოლოგიის მაგისტრი ირინა ბეჟუაშვილი
ანოტაცია:
ენდოგენური ინტოკსიკაციის სინდრომი (ეის) გულისხმობს ქსოვილებსა და ბიოლოგიურ სითხეებში ენდოგენური წარმოშობის ტოქსინების დაგროვებას. დაავადების სიმძიმე, მისი მდგომარეობის პროგნოზი და თერაპიული მიდგომების სრული კომპლექსი შეუძლებელია განი¬საზღვროს დაავადების თანმდევი ენდოგენური ინტოქსიკაციის სინდრომის შეფასების გარეშე. სიმსივნური ინტოქსიკაცია აღნიშნული სინდრომის ერთ–ერთი კერძო გამოვლინებაა. ეის–ის კვლევის აქტუალობას განაპირობებს პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნეების დიფერენცირების შესაძლებლობა, ასევე დაავადების მიმდინარეობის პროგნოზირება ოპერაციამ¬დელი და ოპერაციის შემდგომი პერიოდების შედარების თვალსაზრისით, მეთოდის გამოყენების პერსპექტივა სკრინინგის მიზნით. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ენდოგენური ინტოქსიკაციის სინდრომის შესწავლა პროსტატის სიმსივნეებით (პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნე, (პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნე PING(3-4) უბნებით, პროსტატის ადენოკარცინომა) დაავადებული მამაკაცების სისხლში რიგი კრიტერიუმების შესწავლის გზით. გამოკვლევების შედეგად დადგენილ იქნა, რომ პროსტატის სიმსივნეების შემთხვევაში ადგილი აქვს ეის–ის ფორმირებას, რომელიც ყველაზე უფრო ძლიერად PING(3-4) უბნებიანი კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით დაავადებულ პაციენტებში გამოვლინდა. აღნიშნული ფაქტი დაავადების აგრესიულობასა და არაკეთილსაიმედო პროგნოზზე მიუთითებს.
მიმაგრებული ფაილები:
The Syndrome of Endogenous Intoxication in Men with Prostate Tumors [en]ენდოგენური ინტოკსიკაციის სინდრომის შესწავლა პროსტატის სიმსივნეებით დაავადებული მამაკაცების სისხლში [ka]