ka | en
Company Slogan TODO

ჰიბრიდული სადენიანი/უსადენო ქსელების დახასითება

ავტორი: ლელა მირცხულავა
საკვანძო სიტყვები: რეალური დროის კომუნიკაციები, უსადენო ქსელები, ჰეტეროგენული საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვა
ანოტაცია:

მოცემულ სტატიაში განხილულია ჰიბრიდული სადენიანი/უსადენო ქსელის არქიტექტურა სტანდარტული fieldbus (PROFIBUS) პროტოკოლის ბაზაზე, რომელიც გაფართოებულია უსადენო ქვექსელების მეშვეობით IEEE 802.11 და 802.15.4 ტექნილოგიების ბაზაზე. ამ ტიპის ქსელები ითავსებენ, როგორც სადენიანი ასევე უსადენო ქსელების უპირატესობებს. კერძოდ, დახასიათებულია სხვადასხვა ურთიერთჩართული ტექნოლოგიების უპირატესობები და ნაკლოვანებები. მოცემული სტატიის კვლევის ძირითადი მიზანია ჰიბრიდული სადენიანი/უსადენო კომუნიკაციის არქიტექტურის სპეციფიკაცია სტანდარტული fieldbus (PROFIBUS) პროტოკოლის ბაზაზე და შესაბამისი მექანიზმის შემოთავაზება, რომელიც ითვალისწინებს მიდგომას რელურ დროიში კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად მოცემული არქიტექტურის ფარგლებში. ფართომაუწყებლობით ქსელებში ჰეტეროგენული ფიზიკური მედიების ურთიერთჩართვა იწვევს ტრაფიკის გადატვირთვას საკომუნიკაციო სისტემებში. PROFIBUS არის საერთაშორისო სტანდარტი (IEC 61158) fieldbus სისტემებისა. ის მოიცავს უსადენო შესაძლებლობებს. Fieldbus ქსელების პოპულარობა დღითიდღე იზრდება ინდუსტრიულ კომპიუტერულ-მართვად (ავტომატიზირებულ) სისტემებში, რომელიც საშუალებას იძლევა სენსორების, ამძრავების და კონტროლერების ურთიერთჩართვის უძრუნველყოფას ნაკლები დანახარჯებით, როლის დროსაც გამოიყენებს სადენების უმცირეს რაოდენობას და მოითხოვს დაბალ მომსახურეობას, ვიდრე კავშირი „წერტილი-წერტილი“. PROFIBUS უზრუნველყოფს 32 მოწყობილობის ურთიერთჩართვას ერთ სეგმენტში - მთლიანად კი 126 მოწყობილობამდე, რომელიც დამოკიდებულია მთლიანი სისტემის ნაკადზე. კომუნიკაციის ინფრასტრუქტურა მიმდინარე განაწილებულ კომპიუტერულ-მართვად სისტემებში (Distributed Computer-Controlled Systems (DCCS)) ეფუძნება fieldbus ქსელებს, ვინაიდან ისინი უზრუნველყოფენ წარმადობის, საიმედოობის, დროულობის, რემონტის ვარგისიანობის და ღირებულების სათანადო დონეს. მითუმეტეს, რომ საკაბელო სისტემა აფერხებს ინდუსტრიული ავტომატური აპლიკაციების ზრდას, როგორიცაა მობილური მოწყობილობები, ჯიბის კომპიუტერები ან სატრანსპორტო მოწყობილობები. უსადენო კომუნიკაციებმა უნდა გაუძლონ რეალური დროის რეჟიმს და საიმედოობას, ისევე როგორც ტრადიციულ სადენიან fieldbus ქსელებში. ინტერ-ფიჭური მოწყობილობის უზრუნველყოფა ამ ამოცანას ხდის უფრო რთულს, რადგანაც მობილური კვანძები რადიო ფიჭებში ამყარებენ გამჭვირვალე ესტაფეტური გადაცემის კავშირს. ინტერ-ფიჭური მობილურობა ზეგავლენას ახდენს ქსელის დროით დიაგრამაზე, რამაც განაპირობა დოითი ანალიზის ჩატარება. დროითი ანალიზი იძლევა ქსელის მობილურობის პარამეტრების გამოანგარიშების საშუალებას. საკვანძო სიტყვები: რეალური დროის კომუნიკაციები; უსადენო ქსელები; ჰეტეროგენული საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვა


მიმაგრებული ფაილები:

Lela Mirtskhulava_ENG [en]
Lela Mirtskhulava_GEO [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com