ka | en
მცირე პარამეტრის მეთოდის გამოყენება არადამრეცი სფერული გარსებისათვის გეომეტრიულად არაწრფივი თეორიის შემთხვევაში
ავტორი: ბაკური გულუასაკვანძო სიტყვები: არადამრეცი სფერული გარსი, გეომეტრიულად არაწრფივი თეორია
ანოტაცია:
მოცემულ ნაშრომში განხილულია ორგანზომილებიანი წონასწორობის განტოლებათა სისტემა არადამრეცი სფერული გარსებისათვის გეომეტრიულად არაწრფივი თეორის შემთხვევაში, რომელიც მიიღება დრეკადობის სამგანზომილებიანი ამოცანიდან ი. ვეკუას მეთოდით. დამრეცი ცილინდრული და სფერული გარსების შემთხვევაში, მცირე პარამეტრის გამოყენებით, ი. ვეკუას მიერ აგებული იყო მიახლოებითი ამონახსნი, რომელიც არადამრეცი გარსებისათვის განაზოგადა თ. მეუნარგიამ. წინამდებარე ნაშრომში იგივე მეთოდი გამოყენებულია არადამრეცი სფერული გარსებისათვის გეომეტრიულად არაწრფივი თეორის შემთხვევაში.
მიმაგრებული ფაილები:
On the Application of the Method of a Small Parameter for the Geometrically Nonlinear Theory of Non-Shallow Spherical Shells [en]მცირე პარამეტრის მეთოდის გამოყენება არადამრეცი სფერული გარსებისათვის გეომეტრიულად არაწრფივი თეორიის შემთხვევაში [ka]