ka | en
Company Slogan TODO

ანტიბაქტერიული აგენტების ზეგავლენის შესწავლა ბაქტერიების გამრავლებაზე სპექტროფოტომეტრული მეთოდით

ავტორი: ირინე პაპუკაშვილი
თანაავტორები: თამაზ მძინარაშვილი, მირეილე ანსალდი
საკვანძო სიტყვები: ბაქტერია, ბაქტერიოფაგი, ანტიბიოტიკი
ანოტაცია:

ანტიბიოტიკორეზისტენტობა ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების სფეროში. პათოგენური ბაქტერიების, კონკრეტულად კი რეზისტენტული ფორმების რიცხვის სწრაფი ზრდა კიდევ უფრო ართულებს ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას. ფარმაცევტული კომპანიებსთვისაც კი უკვე წამგებიანია და აღარ უღირთ ახალი ანტიბიოტიკების შექმნაზე დროისა და ფულის ხარჯვა. დღეისათვის ინფექციური დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთ ეფექტურ ალტერნატიულ საშუალებად შეიძლება განიხილოს ანტიბიოტიკების სუბლეტალური დოზებისა და ვირულენტური ბაქტერიოფაგების – ფაგოთერაპიის - კომბინაციური გამოყენება. ჩვენს მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა შედეგებმა აჩვენა რომ ფაგებისა და სხვადასხვა კლასის ანტიბიოტიკების ზოგიერთ კომბინაციას შეუძლია ბაქტერიის ზრდის პროცესის ინჰიბირება, მაშინ როცა თითოეული მათგანი დამოუკიდებლად მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს ბაქტერიის ზრდის პროცესის შეჩერებაზე, რაც ჩვენი აზრით შეიძლება განპირობებული იყოს ფაგებისა და ანტიბიოტიკების მოქმედების სრულიად განსხვავებული მექანიზმებით. ზომიერ ფაგებზე, როგორიცაა HK 620 ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აგრეთვე გვიჩვენა ფაგების სინერგიული მოქმედება ანტიბიოტიკის მცირე რაოდენობასთან ერთად, რომელსაც დამოუკიდებლად არ აქვს ეფექტი ბაქტერიების ზრდაზე, აღნიშნული ეფექტები დაკვირვებულ იქნა ფაგი/ანტიბიოტიკის შესწავლილი კომბინაციებიდან უმეტეს შემთხვევაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com