მიტოქონდრიალური დეფექტები და მათი როლი პროსტატის სიმსივნეების განვითარებაში
ავტორი: ლიანა რამიშვილითანაავტორები: ბ.დ. მანანა ალიბეგაშვილი
ანოტაცია:
სიმსივნის განვითარებისათვის დამახასიათებელ ცვლილებებს მიეკუთვნება გენეტიკური დარღვევების დაგროვება მიტოქონდრიალურ და ბირთვულ გენომში. მიტოქონდრიალური დარღვევები თავს მხრივ იწვევენ ისეთი პროცესების მოშლას, როგორიცაა ენერგეტიკული მეტაბოლიზმი, აპოპტოზი, უჯრედის ზრდა, ჟანგბადის რეაქტიული ფორმების წარმოქმნა და მრავალი სხვა. ჟანგბადის რეაქტიული ფორმების დიდი რაოდენობით წარმოქმნამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა უნდა მოახდინოს სუნთქვითი ჯაჭვის ფერმენტების და მთლიანად მიტოქონდრიის ანტიოქსიდანტურ სისტემის ფუნქციონირებაზე, რაც საბოლოოდ ნორმალური უჯრედის ტრანსფორმაციის ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. აღნიშნული კვლევის მიზანს წამოადგენდა მიტოქონდრიალური დეფექტების შესწავლა და მათი როლის დადგენა პროსტატის სიმსივნეების შემთხვევაში. დადგენილ იქნა პროსტატის ავთვისებიანი ეპითელური უჯრედების მიტოქონდრიალური ფერმენტების სუქცინატდეჰიდროგენაზას (კომპლექსი II) აქტივობის მკვეთრი მატება და ციტოქრომოქსიდაზას (კომპლექსი IV) აქტივობის უმნიშვნელო ცვლილება. ასევე გამოვლენილ იქნა პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის ეპითელური უჯრედების მიტოქონდრიების ანტიოქსიდანტური სისტემის (გლუტათიონ¬¬დამოკიდებული სისტემა) მნიშვნელოვანი აქტივაცია. პროსტატის სიმსივნური ტრანს¬ფორ¬¬მაციის დროს მიტოქონდრიაში განვითარებული ზემოთ აღნიშნული ცვლილებები (სუნთქვითი ჯაჭვის II და IV კომპლექსებისა და ანტიოქსიდანტური სისტემის აქტივობის ცვლილება) გარკვეულწილად ასახავენ მიტოქონდრიის ენერგე¬ტიკული მეტაბოლიზმის ცვლილებას, რაც თავის მხრივ უნდა მიუთითებდეს პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნური უჯრედის რეზისტენტობაზე და შესაბამისად პროლიფერა¬ციული პროცესების გაძლიერებაზე.
მიმაგრებული ფაილები:
Mitochondrial Defects and Their Role in Development of Prostate Cancer [en]მიტოქონდრიალური დეფექტები და მათი როლი პროსტატის სიმსივნეების განვითარებაში [ka]