ka | en
Company Slogan TODO

ადამიანის ჟღალი თმის თავისუფალი რადიკალების გამოკვლევა ელექტრონული სპინური რეზონანსის მეთოდით.თმაში ფეომელანინის განსაზღვრის ახალი მარტივი ემპრიული მეთოდი.

ავტორი: eduard chikvaidze
თანაავტორები: თ. გოგოლაძე, ს.კიპაროიძე, მ.სოსელია, ი.ბეგიაშვილი.
საკვანძო სიტყვები: ეპრ.ფეომელანინი, ეომელანინი
ანოტაცია:

ადამიანის თმაში და კანში ფეომელანინის რაოდენობის დადგენას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს დერმატოლოგიაში,ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით კანში განვითარებული მძიმე დაავადებების– სხვადასხვა ეგზემების , ვიტილიგო, მელანომა და სხვა. პრევენციისა და მკურნალობის თვალსაზრისით. შესწავლილია ადამიანის ნატიურ ჟღალ თმაში ფეომელანინის თავისუფალი რადიკალები. ეპრ მეთოდით დადგენილია,რომ ჟღალ თმაში დაიმზირება ორი ტიპის ეპრ სპექტრი, რომლებიც წარმოადგენენ ეუმელანინის სინგლეტისა და ფეომელანინის ტრიპლეტური სპექტრების სუპერპოზიციას. ჟრალ თმაში ეპრ სპექტრის მიკროტალღური სიმძლავრით გაჯერების მეთოდით გამოვლენილია ფეომელანინის ეპრ სპექტრის ტრიპლეტი და გაზომილია მისი პარამეტრები : g=2,0055, a n = 0,372მტლ. ეუმელანინის თავისუფალი რადიკალის ეპრ სპექტრი წარმოადგენს სინგლეტს g=2,0035,ამასთან სხავდასხვა დონორის ჟღალი თმის ეპრ სპექტრის gექსპ ფაქტორი ერთმანეთისაგან განსხვავდება,რაც დაკავშირებულია მათში ფეომელანინის და ეუმელანინის რაოდენობის ფარდობის სხადასხვა მნიშვნელობით. gექსპ განისაზღვრება: gX =(g3-g4 )/(g4+(g3-g4)l/d) ჟღალ თმაზე შავი თმის ტოლი რაოდენო– ბის დამატებით (რომელშიც 99% ეუმელანინია), ნიმუშის gექს ფაქტორი იწყებს წრფივად შემცირებას. ვიცით რა ეუმელანინის რადიკალის g ფაქტორის მნიშვნელობა g=2,0035, ასევე ფეომელანინის რადიკალის g=2,0055 მნიშვნელობა. შეიძლება ავაგოთ საკალიბრო მრუდი, რომელიც გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ ფეომელანინის ფარდობა ეუმელანინთან, ნებისმიერი ფერის თმაში, ამისათვის საკმარისია ზუსტად გაიზომოს საკვლევი ნიმუშის gფაქტორი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com