ქ. ქუთაისის კომპლექსური ატლასი
ავტორი: თედო გორგოძეთანაავტორები: თენგიზ გორდეზიანი
საკვანძო სიტყვები: კომპლექსური ატლასი, გეოინფორმაციული სისტემა, მონაცემთა ბაზა
ანოტაცია:
ქ. ქუთაისის კომპლექსური გეოინფორმაციული ატლასი ქ. ქუთაისის კომპლექსური გეოინფორმაციული ატლასის შექმნის იდეა გაჩნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრაზე რამდენიმე წლის წინათ. ატლასის მაკეტის შექმნისათვის გამოყენებულ იქნა პროგრამული უზრუნველყოფები: Mapinfo Professional, ArcGIS და Adobe Illustrator. ატლასი შედგება ხუთი ძირითადი ნაწილისაგან: 1. გეოპოლიტიკური მდებარეობა და საზღვრები, 2. ბუნებრივი პირობები, 3. ისტორია და არქეოლოგია, 4. საზოგადოებრივი მოვლენები, 5. ქალაქის მსხვილმასშტაბიანი გეგმა. ატლასში შემავალი რუკების მასშტაბები ცვალებადობს 1 : 50 000-დან 1 : 10 000-მდე. მათ საფუძვლად გამოყენებულია სხვადასხვა მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები. ამ რუკებისაგან შეიქმნა ვექტორული რუკები. დამუშავდა პირობითი აღნიშვნების სისტემა. ამისათვის გამოვიყენეთ Mapinfo Professional-ის, ArcGIS-ისა და Adobe Illustrator-ის პირობითი აღნიშვნების ცხრილები. ეს უკანასკნელი ორ ნაწილად იყოფა: ძირითადი (ყველა რუკისათვის საერთო) და თემატური (ცალკეული რუკებისათვის) პირობითი აღნიშვნები. ამჟამად მიმდინარეობს ატლასის ცალკეული ასპექტების დამუშავება, რაც გულისხმობს მასში განთავსებული ინფორმაციის განახლებას.
მიმაგრებული ფაილები:
The Complex Geoinformation Atlas of Kutaisi [en]The Complex Geoinformation Atlas of Kutaisi [en]
ქ. ქუთაისის კომპლექსური გეოინფორმაციული ატლასი [ka]