ბიოლოგიურად აქტიური ადამანტანის ფრაგმენტის შემცველი ზოგიერთი ახალი ბენზიმიდაზოლისა და პეპტიდების სინთეზი
ავტორი: თინათინ ბუკიათანაავტორები: დავით ზურაბიშვილი,მედეა ლომიძე, მარინა ტრაპაიძე, ელიზბარ ელიზბარაშვილი, ული კაცმაიერი, შოთა სამსონია
საკვანძო სიტყვები: ადამანტანი, ბენზიმიდაზოლი, პეპტიდები, უგის რეაქცია
ანოტაცია:
ჩვენი კვლევის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური ადამანტანის ფრაგმენტის შემცველი 2–(1–ადამანტილ)ბეზიმიდაზოლის და მისი ზოგიერთი წარმოებულის, N-ალკილირებული 2–(1–ადამანტილ)ბეზიმიდა- ზოლების და პეპტიდების სინთეზი უგის რეაქციის საფუძველზე. ამ მიმათულებით, ჩვენს მიერ შემუშავებულია 2–(1–ადამანტან)ბეზიმიდაზოლის მიღების გაუმჯობესებული მეთოდი, ჩატარებულია მისი ნიტრირება, ნიტროპრო- დუქტის აღდგენა და ციკლიზაცია. განხორციელებულია 5(6)–ამინო–2(1–ადამანტილ)- ბენზიმიდაზოლის კონდენსაციის რეაქცია ზოგიერთ არომატულ ალდეჰიდთან და კარბონჟავათა ქლორანჰიდრიდთან. განხორციელებულია N-ალკილირებული 2–(1– ადამანტან)ბეზიმიდაზოლების მიღება N–ადამანტილკარბონილ–ო–ფენილენდიამინი- დან და 5–მეთოქსი– N–ადამანტილკარბონილ–ო–ფენილენდიამინიდან არომატულ ალდეჰიდებთან ურთიერთქმე-დებით და მიღებული შიფის ფუძეების აღდგენა– ციკლიზაციით. უგის რეაქციით სინთეზირებულია ზოგიერთი ადამანტანშემცველი პეპტიდები იზოციანიდების ბაზაზე ადამანტანკარბონმჟავას, ამინოადამანტანის და ადამანტანონის გამოყენებით. სინთეზირებული ნაერთების სტრუქტურები დადგენილია იწ., უი., ბმრ და მას–სპექტროსკოპიით.
მიმაგრებული ფაილები:
Syntheses of Bioactive Adamantane Fragment Containing Some New Benzimidazoles and Peptides [en]