ბირთვული/ბირთვაკული სტრესით გამოცვეული ცვლილებები სტრუქტურაში და ქიმიურ შემადგენლობაში: ახალი C.L.E.M. დაACRYO-C.L.E.M. ნანო იმიჯინგური მიდგომა
ავტორი: პავლე ჭელიძეთანაავტორები: ფ. ნოლინი, ჯ. მიშელი, ლ. ვორტჰემი, პ. ჭელიძე, გ. ბალოსიე, ვ.ბაშე, ე. ბობიშონი, ნ.ლალანი, კ. ტერანი, დ. პლოტონი ,ლ. რუსიშვილი , გ. მოსიძე
საკვანძო სიტყვები: ბირთვაკული სტრესი, C.L.E.M., CRYO-C.L.E.M
ანოტაცია:
უჯრედის ბირთვი წარმოადგენს უჯრედის სპეციალიზირებულ კომპარტმენტს რომელს ახასიათებს მაკრომოლეკულების სიუხვე (molecular crowding). ამასთანავე ბირთვში მაკრომოლეკულათა და წყლის წყლის შეფარდება შეადგენს შესაბამისად 7.5-45 % და 55-92.5%. მაგრამ, უჯრედის სხვა და სხვა ცომპარტმენტებში მაკრომოლეკულათა კონცენტრაცია ნანო დონეზე უცნობია. დაწყებული 2008 წლიდან ცჰვენმა ჯგუფმა განავითარა ახალი მეთოდოლოგია, რომელიც დაფუძნებულია კორელაციურ კრიო-ანალიტიკურ მასკანირებელი-ტრანსმისიული ელექტრონულ მიკროსკოპიაზე. ამ მეტოდოლოგიას ჩვენ ვხმარობტ წყლის კარტირებისათვის სხვა და სხვა უჯრედულ კომპარტმენტებში, ბირთვული სუბკომპარტმენტების ჩათვლით. ამავე დროს ბირთვული სუბკომპარტმენტების იდენტიფიკაციისათვის ჩვენ ვიკენებთ სფეციფიურ მარკირებას "GFP-სპეციფიური ცილა" ქიმერული კონსტრუქტების გამოყენებით. ჩვენ გამოვიყენეთ ეს ტექნოლოგია X-ray ანალიზთან ერტობლიობაში იმ მიზნით რომ დაგვედგინა სიმსივნურ უჯრედთა კულტურაში წყლის და ელემენტების (C, N, O, P, S, K, Cl, Mg) რაოდენობა ციტოზოლში, მიტოქონდრიებში, კონდენსირებულ ქრომატინში, ნუკლეოპლაზმაში და ბირტვაკულ ცომპონენტებში ნორმაში და ბირთვული/ბირთვაკული სტრესის პირობებში რომელსაზ ვიწვევდით აქტინომიცინით ზემოქმედებით. ამავე ნაშრომის ფარგლებში ჩვენ ვაკვირდებოდით ბირთვაკული ცომპონენტების მოძრაობას ლაზერული კონფოკალური 4-D მიკროსკოპიის საშუალებით.
მიმაგრებული ფაილები:
pavle chelidze_eng [ka]pavle chelidze_geo [ka]