ka | en

არაორგანულ-ორგანული ჰიბრიდული ნაერთები და მათ ბაზაზე არატრადიციული მასალების მიღება
ავტორი: ხათუნა ბარბაქაძეთანაავტორები: ნ. ლეკიშვილი, ვ. ბროსტოუ
საკვანძო სიტყვები: კომპოზიტი, პოლიურეთანი, მოდიფიკატორი, კოორდინაციული ნაერთი, ტრიბოლოგიური თვისება
ანოტაცია:
მიღებული და შესწავლილია ახალი არაორგანულ-ორგანული ჰიბრიდული ბიოაქტიური კომპოზიტები და ანტიბიოკოროზიული დამცავი საფრები მათ ბაზაზე. წინასწარი გამოკვლევებით დადგენილია, რომ მიღებული დამცავი საფრების გამოყენება შესაძლებელია: ა) ბიოკოროზიისადმი მდგრადი მულტივექტორული დანიშნულების დამცავ საფრებად; ბ) სხვადასხვა ანთებით დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების ზრდის ინჰიბირებისთვის; გ) სამუზეუმო ექსპონატების დასაცავად და დ) სხვადასხვა ზედაპირზე მოხვედრილ მიკროორგანიზმებთან კონტაქტისას ადამიანთა დასაცავად.
მიმაგრებული ფაილები:
NOVEL INORGANIC-ORGANIC HYBRID COMPOUNDS AND NON-TRADITIONAL MATERIALS BASED ON THEM [en]არაორგანულ-ორგანული ჰიბრიდული ნაერთები და მათ ბაზაზე არატრადიციული მასალების მიღება [ka]