ka | en
Company Slogan TODO

ეკოლოგიურად აქტუალური ზოგიერთი მეზომეტეოროლოგიური პროცესის რიცხვითი მოდელირება

ავტორი: გივი გელაძე
საკვანძო სიტყვები: რიცხვითი მოდელირება, მეზომეტეოროლოგიური სასაზღვრო ფენა, ნოტიო პროცესები, აეროზოლი
ანოტაცია:

დასმულია და ამოხსნილია რიცხვითი მეთოდების საშუალებით ატმოსფეროს მეზომეტეოროლოგიური სასაზღვრო ფენის 2-განზომილებიანი (x-z ვერტიკალურ სიბრტყეში) არასტაციონარული ამოცანა. მასში გათვალისწინებულია ეკოლოგიურად მეტად აქტუალური ისეთი პროცესები, როგორიცაა ღრუბლისა და ნისლის განვითარების სრული ციკლი და აეროზოლის გავრცელება. მოდელირებულია რიგი ანომალიური მეტეოპროცესებისა: ფენა ღრუბლისა და რადიაციული ნისლის ერთდროული არსებობა; ფენა ღრუბლისა და რადიაციული ნისლის გართიანებული ვერტიკალური კომპლექსი; დღე-ღამურად უწყვეტი ღრუბლიანობა; ნოტიო პროცესების ანსამბლი; ნოტიო პროცესების ურთიერთტრანსფორმაცია. ახლებურადა გვაქვს გააზრებული ჰორიზონტალური და ვერტიკალური ტურბულენტობის როლი ზოგიერთი მეტეოპროცესის, კერძოდ, ტროპიკული ციკლონისა და ტორნადოს, ჩამოყალიბებაში. შესწავლილია რიგი მეტეოპარამეტრების გავლენა აეროზოლის გავრცელებაზე. გარდა ამისა, კომპიუტერული რეალიზაციის სტადიაზეა მიყვანილი ისეთი ამოცანები, როგორიცაა ღრუბლისა და ნისლის საზღვრებზე არსებული „გამოციების“ გათვალისწინება; ღრუბლის ჩრდილის გავლენა სასაზღვრო ფენის პროცესებზე; ქვეფენილის რთული ტემპერატურული არაერთგვაროვნების გათვალისწინება.


მიმაგრებული ფაილები:

Numerical modelling of some ecologically actual problems of mesometeorology [en]
ეკოლოგიურად აქტუალური ზოგიერთი მეზომეტეოროლოგიური პროცესის რიცხვითი მოდელირება [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com