მზარდი ვირთგავას ჰიპოკამპში GAD65/67 პოზიტიური უჯრედების რაოდენობაზე თავის ტვინის ენდოგენური ცილოვანი კომპლექსის მოქმედება
ავტორი: გიორგი მოსიძეთანაავტორები: მანანა ბერულავა, ირინა მოდებაძე, ეკატერინე ბაკურაძე, დიანა ძიძიგური
საკვანძო სიტყვები: ნეიროგენეზი, ჰიპოკამპი
ანოტაცია:
მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ ნეირონების განახლება ზრდასრულ ორგანიზმებშიც მიმდინარეობს, ნეირომეცნიერების ყურადღება მიმართულია, ჰიპოკამპისკენ, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის ერთ-ერთ უბანს, სადაც ნეიროგენეზი შენარჩუნებულია ზრდასრულ ასაკში. ნეიროგენეზი ეგზოგენური ფაქტორების (სტრესი, დასწავლა, ფიზიკური აქტიურობა) გარდა ენდოგენური (ზრდის ფაქტორები, ნეირომედიატორები) ფაქტორებითაც რეგულირდება. მაგ.: გლუტამატი თავის ტვინის უჯრედების პროლიფერაციის სტიმულაციას ახდენს Ras/Raf/MEK/ERK კასკადის საშუალებით. რომელიც, თავის მხრივ, ჩართულია პროლიფერაციის და დიფერენცირების რეგულაციაში. ჩვენს მიერ ზრდასრული ვირთაგვას თავის ტვინში იდენტიფიცირებულია ზრდის მარეგულირებელი ენდოგენური ცილოვანი კომპლექსი და დადგენილია, რომ აღნიშნული კოპლექსი აქვეითებს ჰიპოკაპის დაკბილულ ფასციაში უჯრედების მიტოზურ აქტიურობას. ამავე დროს იზრდება ki-67 პოზიტიური უჯრედების რაოდენობა, რაც სავარაუდოდ შესაძლებელია განპირობებული იყოს ზემოთ აღნიშნული კასკადის აქტივაციით. აქედან გამომდინარე სამუშაოს მიზანი იყო თავის ტვინიდან გამოყოფილი ცილოვანი კომპლექსის მოქმედებით, მზარდი ვირთაგვას ჰიპოკამპში GAD-65/67 პოზიტიური უჯრედების რაოდენობის ცვლილების შესწავლა კვლევის ობიექტად შერჩეული იყო მზარდი (7 დღიანი) ვირთაგვები. გამოყენებული იქნა (ანტისხეული GAD-65/67- ის მიმართ) შეღებვის იმუნოჰისტოქიმიური მეთოდი. დადგინდა, რომ ზრდასრული ვირთაგვას თავის ტვინის თცკ-ს მოქმედების შედეგად ინქეციიდან მე-3 საათზე, ჰიპოკამპში GAD-65/67 პოზიტიური უჯრედების რაოდენობა შემცირდა მხოლოდ დაკბილულ ფასციაში. გამომდინარე იქედან, რომ თავის ტვინში წინამორბედი უჯრედები შენარჩუნებულია დაკბილული ფასციის სუბგრანულარულ ზონაში და თავის ტვინის ცილოვანი კომპლექსის ეფექტი, რომელიც მიტოზური აქტიურობის დაქვეითებასა და ციკლში მყოფი უჯრედების რაოდენობის მატებაში გამოიხატება, გამოვლინდა მხოლოდ დაკბილულ ფასციაში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფერმენტის რაოდენობის დაქვეითებით იზრდება გლუტამატის კონცენტრაცია, რომელიც, თავის მხრივ, Ras/Raf/MEK/ERK კასკადის გააქტიურებასა და, შესაბამისად, უჯრედების უჯრედულ ციკლში შესვლის სტიმულაციას ახდენს.
მიმაგრებული ფაილები:
giorgi mosidze_eng [en]giorgi mosidze_geo [ka]