ka | en
Company Slogan TODO

მიწისძვრის ელექტრომაგნიტური წინამორბედების ერთი ასპექტის შესახებ: ელექტრომაგნიტური მიმოქცევები

ავტორი: თამარ პაატაშვილი
თანაავტორები: ლევ გეონჯიანი, ოთარ ლურსმანაშვილი
საკვანძო სიტყვები: დედამიწის ქერქის ელექტრომაგნიტური გამოსხივება, მიწისძვრის წინამორბედი, სინქრონიზაცია, მიმოქცევა
ანოტაცია:

მოცემულ ნაშრომში ავტორების ყურადღება მიმართულია აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში 1984 - 2010 წლებში დაკვირვებული დედამიწის ქერქის ფონური ელექტრომაგნიტური გამოსხივების გენერაციისა და ვარიაციის გრძელპერიოდიანი რეჟიმის შესწავლისკენ. დაკვირვებულ სიგნალში ჩანს დედამიწის ქერქის მიმოქცევითი დეფორმაციებისთვის დამახასიათებელი დროითი ვარიაციები. დაკვირვებული მიწისძვრებისთვის დღეღამური ვარიაციების მახასიათებლები იცვლება მიწისძვრის მოხდენის წინ, მიწისძვრის მოხდენის შემდეგ კი უბრუნდება რეგულარულ, მოცემული რეგიონისთვის დამახასიათებელ „მიმოქცევით“ რეჟიმს. მიმოქცევითი ხასიათის სიგნალის რეგისტრაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია ზოგადი მიდგომისათვის, რომელიც განიხილავს მიწისძვრებს როგორც გარე ფაქტორების მიმართ მგრძნობიარე და სინქრონიზებად რელაქსატორებს. ელექტრონულ ინჟინერიაში კარგად ცნობილი ობიექტი - რელაქსატორი, სასარგებლო მოდელს წარმოადგენს მრავალი ბუნერბრივი მოვლენის, მათ შორის მიწისძვრის, განსახილველად. თანამედროვე წარმოდგენით, სეისმური პროცესი გაიგივებულია თვითორგანიზებად კრიტიკულობასთან. ეს პრინციპულად გამორიცხავს მოვლენების პროგნოზირებას. ავტორების მიერ განვითარებული მიდგომა ხსნის ამ შეზღუდვას, მაგრამ მოითხოვს იმის მტკიცებულებას, რომ კრიტიკულობა ფიზიკურად მგრძნობიარეა გარე ზემოქმედების მიმართ, დაკვირვებაში ავლენს ამ მგრძნობიარებას. ნაჩვენებია მიმოქცევის სიგნალის არსებობა ქერქის მდგომარეობის ამსახველ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაში. აქედან გამომდინარე, სისტემა სინქრონიზირებული ხდება მზე-მთვარის მიმოქცევის მოვლენით, ანუ მოვლენები დროში ჯგუფდებიან გარე ფაქტორის დროით ფაზასთან გარკვეულ შესაბამისობაში და შესაძლებელი ხდება მათი ქცევის პროგნოზირება.


მიმაგრებული ფაილები:

On One Aspect of Earthquake Electromagnetic Precursor: Electromagnetic Tides [en]
მიწისძვრის ელექტრომაგნიტური წინამორბედების ერთი ასპექტის შესახებ: ელექტრომაგნიტური მიმოქცევები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com