ka | en
Company Slogan TODO

საქართველოს ლანდშაფტური რუკის მსხვილმასშტაბიანი გეოინფორმაციული სისტემა

ავტორი: ნელი ჯამასპაშვილი
თანაავტორები: ნიკოლოზ ბერუჩაშვილი
საკვანძო სიტყვები: ახალი ლანდშაფტური რუკა, გეოინფორმაციული სისტემა
ანოტაცია:

1979 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობათა შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში შედგა კავკასიის ლანდშაფტური რუკა 1 : 1 000 000 მასშტაბში პროფ. ნ. ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით. კავკასიის ლანდშაფტური რუკა, 1979, მოიცავს როგორც საქართველოს, ისე მისი მოსაზღვრე რესპუბლიკების ტერიტორიებს და მასში სრულად ექცევა მთელი კავკასიის რეგიონის ტერიტორია. ამ რუკაზე გამოყოფილია ლანდშაფტების 2 კლასი და 152 გვარი, აქედან 73 ლანდშაფტის გვარი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე. 2009-2012 წლებში რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობდა სამეცნიერო გრანტი (# GNSF/ST08/5-431) თემაზე „საქართველოს ახალი ლანდშაფტური რუკა და გეოინფორმაციული სისტემა“. 2012 წელს შედგენილი საქართველოს ახალი ლანდშაფტური რუკის გეოინფორმაციული სისტემა ბევრად უფრო მსხვილ მასშტაბიანია (1 : 200 000). ამ რუკაზე გათვალისწინებულია ყველა კომპონენტის დეტალური თავისებურება, დიფერენცირებულია ლანდშაფტის უფრო მცირე რანგის ტაქსონომიური ერთეულები - ლანდშაფტის სახეები (1052 - ლანდშაფტის სახე). უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი მასშტაბის კვლევა ჯერ არ წარმოებულა და შესაბამისად მსგავსი დეტალურობის მქონე ფუნდამენტური ნაშრომი დღესდღეობით გამოცემული არ იყო.


მიმაგრებული ფაილები:

The Large Scale geographic information system of Georgia landscape map [en]
საქართველოს ლანდშაფტური რუკის მსხვილმასშტაბიანი გეოინფორმაციული სისტემა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com