სიცხის ტალღების კვლევა და მათი პროგნოზირება არამკაფიო მეთოდებით
ავტორი: მარინა ფანდოევასაკვანძო სიტყვები: სიცხის ინდექსი, სიცხის ტალღა, არამკაფიო ტიპური მნიშვნელობა, Rough-სიმრავლე
ანოტაცია:
განხილული კვლევა ეხება არამკაფიო სტატისტიკის მეთოდების გამოყენებას გლობალური დათბობის ზეგავლენის შესაფასებლად ადამიანის ჯანმრთელობაზე. განიხილება მნიშვნელოვანი პარამეტრი - სიცხის ინდექსი - რომელიც ადამიანის კომფორტულ ტემპარატურას ახასიათებს და არის ჰაერის და საშუალო ტენიანობის კომბინაცია. სიცხის ინდექსების ბაზაზე ჩვენ ვიყენებთ სიცხის ტალღების განსაზღვრის და გამოკვლევის ახალ მეთოდს. სიცხის ტალღები, თუ იქნება სწორად განსაზღვრული, შესაძლებელია გამოყენებული იყოს, მაგალითად ჯანმრთელობის ადრეული გაფრთხილების სისტემებში. „მაღალი ტემპერატურის ტალღის“ (სიცხის ტალღის) განსაზღვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული სიცხის ინდექსთან. ზოგადად, სიცხის ტალღა შეიძლება იყოს განხილული, როგორც ძალიან მაღალი ტემპერატურის გრძელვადიანი პერიოდი, მაგრამ არ არსებობს უნივერსალური და ზუსტი სიცხის ტალღების განსაზღვრა, თვითონ ცნება, არამკაფიოა, რაც არამკაფიო მეთოდების გამოყენების კარგ საშუალებას იძლევა. ჩვენ ვთვლით სიცხის ინდექსების მნიშვნელობებისათვის ტიპურ მახასიათებელს, რომლებიც წარმოადგენენ პერიოდის ყველაზე ტიპურ არამკაფიო მნიშვნელობის და Rough-სიმრავლის საშუალებით. ჩვენ გამოვიყენეთ ეს ტიპური მახასიათებლები, მაღალი ტემპრერატურის პერიოდების განსაზღვრისთვის და შემდგომი მათი პროგნოზირებისათვის მომვალში. ჩვენი შედეგები გამოყენებულია ადამიანებისთვის კომფორტული კლიმატური გარემოს შესაფასებლად საქართველოს ქალაქებში წარსულსა და მომავალში გარემოს დაცვის სამინისტროდან მიღებული კლიმატური მონაცემების საფუძველზე.
მიმაგრებული ფაილები:
Investigation and forecast of heat waves with fuzzy methods [en]სიცხის ტალღების კვლევა და მათი პროგნოზირება არამკაფიო მეთოდებით [ka]