ka | en
Company Slogan TODO

ბოლნისის მადნიანი რაიონის სპილენძ-ოქროს საბადოები

ავტორი: რამაზ მიგინეიშვილი
საკვანძო სიტყვები: ბოლნისი, ვმს, ეპითერმული, სპილენძ-ოქროს საბადო
ანოტაცია:

ბოლნისის მადნიანი რაიონი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ართვინ-ბოლნისის გეოტექტონიკურ ზონაში, რომელიც ჩამოყალიბდა ევრაზიის კონტინენტის აქტიური კიდის სტრუქტურის ფარგლებში. აღნიშნული მადნიანი რაიონის სპილენძ-ოქრო-ბარიტ-პოლიმეტალური საბადოები და მადანგამოვლინებები გენეტურად და სივრცობლივად დაკავშირებულია გვიანცარცული ასაკის სუბდუქციური კირტუტე ვულკანიზმის პროდუქტებთან. ეს საბადოები წარმოიქმნენ გარდამავალ მარჩხ ზღვიურ-სუბაერულ გარემოში, რაც ეპითერმული პირობების ეკვივალენტურია. აქ განხილულია ბოლნისის მადნიანი რაიონის ზოგიერთი საბადოს ძირითადი თავისებურებები, რათა წარმოჩნდეს ორი მნიშვნელოვანი ტიპი Cu-Au საბადოებისა. საყდრისის, დავით-გარეჯის, ქვემო ბოლნისის, წითელი სოფლის საბადოები და აგრეთვე ბოლნისის მადნიანი რაიონის სხვა მადანგამოვლინებებიც შეიძლება მივაკუთვნოთ ვულკანოგენურ ეპითერმულ საბადოებს. მადნეულის საბადოს აქვს მთელი რიგი მახასიათებლებისა, რომლებიც ნაწილობრივ ტიპიურია ვულკანოგენური მასივური სულფიდური (ვმს) საბადოებისთვის და ნაწილობრივ კი მსგავსია ეპითერმული საბადოების მახასიათებლებისა. მეორეს მხრივ, იგი განსხვავდება ორივე ტიპის საბადოებისაგან რამდენიმე მნიშვნელოვანი თვისებით. შესაბამისად, მადნეული განიხილება როგორც ნიმუში გარდამავალი ვმს-ეპითერმული ტიპის საბადოებისა.


მიმაგრებული ფაილები:

ბოლნისის მადნიანი რაიონის სპილენძ-ოქროს საბადოები [ka]
Copper-Gold Deposits of the Bolnisi Ore District [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com