ერთუჯრედიანი მწვანე წყალმცენარეების მიერ იზოპრენის გამოყოფის ბიოტექნოლოგიური მეთოდების შემუშავება
ავტორი: გივი სანაძეთანაავტორები: სანათა ხაჭიაშვილი, მზევინარ ღოღობერიძე, ტარიელ ლოლაძე, ქეთევან ნაჭყებია, ნარგიზა ჭელიძე
საკვანძო სიტყვები: იზოპრენი, წყალმცენარე
ანოტაცია:
კვლევის ამოცანა. ერთუჯრედიანი მწვანე წყალმცენარეებიდან იზოპრენის გამომყოფი შტამების გამოვლენა და მათი ფიზიოლოგიური, ბიოქიმიური და მოლეკულურ-გენეტიკური შესწავლა. ჩატარებული სამუშაოები: შევისწავლეთ ერთუჯრედიან წყალმცენარეთა ოთხი სახეობა. ესენია: ქლორელას ორი შტამი (Chlorella vulgaris, 1987 and 1997), სინეკოცისტისი (Synechocystis aquatilis, A 801), დესმოდესმუსი (Desmodesmus abundans, H 502). მოხერხდა აღნიშნული წყალმცენარეების ინტენსიური კულტურების მიღება. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო ვერ ჩატარდა აღნიშნული კულტურების ძირითადი ფიზიოლოგიური პარამეტრების შესწავლა და ამდენად ისეთი შტამის მიღება, რომელსაც იზოპრენის ინტენსიური გამოყოფის უნართან ერთად ექნებოდა სათანადო მდგრადობა. დასკვნა. შემდგომი სამუშაოების ჩატარება შესაძლებელი გახდება საგრანტო და საბაზისო დაფინანსების მიღებისთანავე.
მიმაგრებული ფაილები:
givi sanadze_geo [ka]givi sanadze_eng [en]