ka | en
Company Slogan TODO

მყარი პოლიმერელექტროლიტების მიღება ციანიდური ჯგუფების შემცველი სავარცხლისებური აღნაგობის მატრიცების ბაზაზე

ავტორი: ნათია ჯალაღონია
თანაავტორები: ომარ მუკბანიანი
ანოტაცია:

შესწავლილია ცის- და ტრანს-იზომერული ნარევის 2.4.6.8–ტეტრა¬ჰიდ¬რო–2.4.6.8–ტეტ¬რა¬მე¬თილ¬ციკლო¬ტეტრა¬სილოქსანის (D4H) ჰიდრიდული მიერთე¬ბის რეაქცია ალილციანიდ¬თან და ვინილტრიეთოქსისილანთან მორე¬აგირე კომპონენტების სხვადასხვა თანაფარ¬დობით, პლატინის ოჯახის კატალიზატორების თანობისას, აბსოლუტური ტო-ლუოლის გან¬ზავებულ ხსნარში, ინერტულ აირის არეში. სინთეზირებულია ორგანოციკლო-ტეტრა¬სი¬ლოქსანები პროპილციანიდური ჯგუფების განსაზღვრული განლა¬გებით ციკლში. შესწავლილია D4R და D4R,R’ ტიპის ნაერთების პოლიმერიზაციისა და თანაპოლი¬მე¬რი-ზაციის რეაქციები ჩამკეტ აგენტთან ერთად ან მის გარეშე უწყლო კალიუმის ტუტის თა-ნაობისას, ინერტულ არეში ნალღობში და გამხსნელის არეში, 50-1100 C და მიღებულია რე-გუ¬ლარული აგებულების სავარცხლისებური პოლიმერები. დადგენილია, რომ თანა¬პო¬ლი-მერიზაციის რეაქციებში ჩამკეტი აგენტის ვარირებით შესაძლებელია მიღებული პო¬ლიმერის მოლეკულური მასების რეგულირება. სინთეზირებული ციკლური აგებულების D4R და D4R,R’ ტიპის ნაერთების და პოლიმერების შე-დგენილობა და აღნაგობა დადგენილია, მოლეკულური მასების განსაზღვრით, 29Si, 1H, 13C ბმრ და FTIR სპექტრული მონაცემებით. პოლიმერებზე ლითიუმის მარილის ტრიფლატის (LiSO3CF3) ან ლითიუმ ბის(ტრი-ფტორმეთილსულფონილიმიდის) [(CF3SO2)2NLi+] დოპირებით და 1-2 წვეთი 0.1 მ HCl-ის სპირტხსნარის დამატებისას მიმდინარე ზოლ-გელური პროცესით მიღებულია მყარი პო-ლიმერ ელექტროლიტები. შესწავლილია მიღებული მყარი პოლიმერ ელექტროლიტების ელექტროფიზიკური თვისებები და განსაზღვრულია მიღებული მემბრანების ელექტრო გამტარობა.


მიმაგრებული ფაილები:

Obtaining of solid polimerelectrolits on CN group containing comb-type matrics base. [en]
მყარი პოლიმერელექტროლიტების მიღება ციანიდური ჯგუფების შემცველი სავარცხლისებური აღნაგობის მატრიცების ბაზაზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com