ka | en
Company Slogan TODO

სულფიდური მადნებიდან და მათი ნამწვიდან დარიშხანის გამორეცხვის დინამიკა

ავტორი: ნუნუ ლაბარტყავა
საკვანძო სიტყვები: დარიშხანი, ეკოლოგია, სულფიდური მადნები, ნამწვები
ანოტაცია:

გარემოს გამაბინძურებელ პრიორიტეტულ ელემენტთა შორის მნიშვნელოვანია დარიშხა-ნის როლი, რაც მისი და მისი ნაერთების ტოქსიკურობით, მიგრაციისა და ტრანსფორმაციის გზების მრავალფეროვნებით აიხსნება. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დარიშხანი ფართოდ გამოიყენებოდა ტექნიკასა და მე-დიცინაში. საქართველოში სრული დატვირთვით მუშაობდა დარიშხანის მადნების გადა-მამუშავებელი 2 ქარხანა: ურავის (ზემო რაჭა, ამბროლაურის რ-ნი) და ცანის (ქვემო სვანეთი, ლენტეხის რ-ნი). მაგრამ მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების შედეგად დარიშხანის გა-მოყენების აუცილებლობა მოიხსნა. თუმცა, მისი სულფიდური მადნები და წარმოების ნარჩე-ნები კვლავ რჩება გარემოს გაჭუჭყიანების ლოკალურ, მაგრამ მძლავრ წყაროდ. კერძოდ, მდ. ლუხუნის ხეობაში, სულფიდური მადნების გამოსაწვავი საამქროს ტერიტო-რიაზე დაგროვებულია დაახლობით 65-70 ათას ტონამდე ნამწვი, რომელშიც საორიენტაციო შეფასებით 1500 ტონამდე დარიშხანი და 400 ტ ანთიმონია აკუმულირებული. ნამწვის ნარე-ცხი წყლები ჩაედინება მდ. ლუხუნში და მისი დაბინძურების ერთ-ერთი მუდმივმოქმედი წყაროა. დაბინძურების წყაროს რაოდენობრივი შეფასების მიზნით შევისწავლეთ ნამწვიდან და-რიშხანის გამორეცხვის დინამიკა და პროცესზე მოქმედი ფაქტორების გავლენა. აგრეთვე გან-საზღვრულ იქნა ნარეცხ წყლებში ნორმირებული ელემენტების შემცველობა.


მიმაგრებული ფაილები:

Nunu-Labartkava-ENG [en]
Nunu-Labartkava-GEO [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com