მყარი პოლიმერ ელექტროლიტებისათვის სავარცხლისებური აღნაგობის პოლიმერების მიღება და კვლევა
ავტორი: ომარი მუკბანიანითანაავტორები: ჯიმშერ ანელი, თამარ თათრიშვილი, ელზა მარქარაშვილი, იზაბელა ესართია, დონარი ოტიაშვილი, მაია ჩიღვინაძე
საკვანძო სიტყვები: ჰიდროსილილირება, პოლიმერიზაცია, პოლიმერ ელექტროლიტი, მემბრანე
ანოტაცია:
შესწავლილია 2.4.6.8–ტეტრაჰიდრო–2.4.6.8–ტეტრამეთილციკლოტეტრასილოქსანის ჰიდროსილილირების რეაქციები ალიბუტირატთან, ალილაცეტოაცეტატთან და ვინილტრიეთოქსისილანთან, პლატინის კატალიზატორების (Pt/C, H2PtCl6 კარსტედტის) თანა¬ობისას და სინთეზირებულია D4R და D4R,R’ ტიპის ნაერთები. D4R და D4R,R’ ტიპის ორგანოციკლოტეტრასილოქსანების პოლიმერიზაციისა და თანაპოლიმე-რიზაციის რეაქციებით ჩამკეტ აგენტთან ჰექსამეთილდისილოქსანთან მიღებულია რეგულარული აღნაგობის სავარცხლისებური პოლიმერები. ნაჩვენებია, რომ თანაპოლიმერიზაციის რეაქციებში ჩამკეტი აგენტის რაოდენობის ვარირებით შესაძლებელია მიღებული პოლიმერების მოლეკულური მასის რეგულირება. სავარცხლისებური აგებულების პოლიმერები მიღებულია ასევე პოლიმეთილჰიდროსილოქსანის ჰიდროსილილირების რეაქციით ალილბუტირატთან და ვინილტრიეთოქსისილანთან სხვადასხვა თანაფარდობით. ჩატარებულია ლითიუმის მარილებით დოპირებული პოლიმერების ზოლ–გელური რეაქციები და მიღებულია პოლიმერ ელექტროლიტის გამჭვირვალე ფირები.
მიმაგრებული ფაილები:
Synthesis and investigation of properties of comb-type polymers for solid polymer electrolytes [en]