ka | en
Company Slogan TODO

გრიგალების და პლანეტების ჩანასახების ფორმირება სტრატიფიცირებულ პროტოპლანეტარულ დისკებში

ავტორი: ალექსანდრე თევზაძე
თანაავტორები: ე.ს. უჩავა, გ.დ. ჩაგელიშვილი
საკვანძო სიტყვები: პლანეტების ფორმირება, ბირთვზე აკრეცია
ანოტაცია:

წარმოდგენილია პროტოპლანეტარულ დისკებში პლანეტების ფორმირების ადრეული ეტაპების კვლევა. ამ კონტექსტში ჩვენ მოკლედ მიმოვიხილავთ პლანეტების ფორმირების თეორიას და კერძოდ პლანეტების ჩანასახების გაჩენას, რომლებიც ითვლებიან პლანეტების წარმოშობის ძირითად დამაჩქარებელ ფაქტორად. კერძოდ, ჩვენ განვიხილავთ ჰიდროდინამიკური ანტიციკლონური გრიგალების გაჩენასა და ევოლუციას. ამ ტიპის გრიგალები ითვლებიან აუცილებელ წინაპირობად პლანეტების ჩანასახების ფორმირებისათვის ბირთვზე აკრეციის მოდელში. ჩვენ შევისწავლით შეშფოთებათა წრფივ ევოლუციას დიფერენციალურად მბრუნავ სრულად სტრატიფიცირებულ პროტოპლანეტარულ დისკებში. განხილულია ქვეკეპლერული ბრუნვის დისკები ვერტიკალური ექსპონენციალური და რადიალური ხარისხობრივი სტრატიფიკაციით. რადიალური და ვერტიკალური ამომგდები ძალის ურთიერთზეგავლენა შესწავლილია წანაცვლების სიბრტყის მიახლოებაში. განხილულია სითბური არამდგრადობებით გრიგალების გენერაციის პროცესი. შეფასებულია არაწრფივი ბალანსი, რომელიც შესაძლებელია დამყარდეს დისკის ტურბულენტობის გამო. სპირალური დარტყმითი ტალღები შესწავლილია პირდაპირი რიცხვითი მოდელირების გამოყენებით. ამ მხრივ ჩვენ ვაჩვენებთ, რომ დისკის ფორმირების საწყისი ეტაპი, როდესაც მატერია გადადის სფერულიდან დისკურ განაწილებაში, შეიძლება იყოს ის ფაქტორი რომელიც ახდენს პლანეტების ჩანასახების ინიცირებას პროტოპლანეტარულ დისკებში.


მიმაგრებული ფაილები:

Vortices and planetesimal formation in fully stratified protoplanetary disks [en]
გრიგალების და პლანეტების ჩანასახების ფორმირება სტრატიფიცირებულ პროტოპლანეტარულ დისკებში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com