ენდოგენური ზრდის მაინჰიბირებელი ფაქტორის (ზმფ) და კარდიომიოციტების პროლიფერაციული აქტიურობის ურთიერთდამოკიდებულება
ავტორი: ნანი გიორგობიანითანაავტორები: ლევან რუსიშვილიბ, თინა კვინტრაძებ, ელენე თავდიშვილიბ
საკვანძო სიტყვები: კარდიომიოციტი, პროლიფერაცია, რეგენერაცია, ზრდის ფაქტორები
ანოტაცია:
გულის კუნთის რეგენერაცია კარდიომიოციტების პროლიფერაციის შედეგად დღემდე გადაუწყვეტი პრობლემაა საერთაშორისო მეცნიერების დონეზე. კარდიომიოციტების პროლიფერაციის „უუნარობა“ რამდენიმე გარემოებით აიხსნება: ა) კარდიომიოგენეზის პროცესში არ იქმნება კარდიომიოციტების რეგიონალური კამბიალური უჯრედების რეზერვი; ბ) ჩამოყალიბებული მიოკარდი ორგანიზებულია ფუნქციური სიმპლასტის სახით; გ) კარდიომიოციტების სარკომერების ხისტი ორგანიზაცია. ამრიგად მიოკარდის უჯრედების, კარდიომიოციტების პროლიფერაცული აქტიურობის შესწავლა აქტუალურ პრობლემად რჩება. კარდიომიოციტების პროლიფერაციული აქტიურობის შესაფასებლად გამოვიყენეთ მზარდი (5 და19 დღე) და ზრდასრული (120-150გ) ვირთაგვების მიოკარდი. უჯრედების პროლიფერაციულ აქტიურობას ვაფასებდით „მი%0“-ის მიხედვით, ექსპერიმენტის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ითვლებოდა არანაკლებ 3000-5000 კარდიომიოციტი. ხუთდღიანი ვირთაგვების კარდიომიოციტების პროლიფერაციული აქტიურობა ტოლია 14,4%0±0,7, ხოლო 19 დღიანი ვირთაგვების კარდიომიოციტების მი%0 ბევრად უფრო დაბალია (2,9%0±0,3). ზრდასრული ვირთაგვების მიოკარდიდან მიღებული ზმფ-ს 5 დღიან ვირთაგვებზე ერთჯერადი მოქმედების შედეგად კარდიომიოციტების პროლიფერაციული აქტიურობა კლებულობს საშუალოდ 50%-ით. ხუთდღიან ვირთაგვებზე 2 კვირის განმავლობაში ზმფ-ს ყოველდღუირი მოქმედების შემდეგ კარდიომიოციტების პროლიფერაციული აქტიურობის დათრგუნვა არ აღინიშნა. ზრდასრული ვირთაგვების მიოკარდში, ნორმაში ვლინდება კარდიომიოციტების ერთეული მიტოზები. პოსტინფარქტულ (30 დღე) კარდიომიოციტების პროლიფერაცია არ არის გამოვლენილი, მოიძიება მხოლოდ სტრომალური მიტოზები. მიღებული მონაცემები მიგვითითებს იმაზე, რომ: 5 დღიანი ვირთაგვების მიოკარდში შენარჩუნებულია კარდიომიოციტების პროლიფერაციული აქტიურობა, ხოლო 19 დღისათვის იგი მკვეთრად კლებულობს; პროლიფერად მიოკარდში ვლინდება ზმფ-ს მაინჰიბირებელი ეფექტი; ზმფ-ს მრავალჯერადი მოქმედების შედეგად, სავარაუდოთ, იზრდება მისი კონცენტრაცია, ხდება სამიზნე უჯრედების რეცეფტორების გაჯერება, რის შედეგად მისი დამრთგუნველი ეფექტი არ ვლინდება. სამუშაო გრძელდება ზმფ-ს ინდენტიფიკაციისა და მისი მიოკარდის რეგენერაციაში მონაწილეობის კვლევის მიზნით.
მიმაგრებული ფაილები:
Interrelation between endogenous growth factor (EGF) and proliferative activity of cardiomyocytes [en]ენდოგენური ზრდის მაინჰიბირებელი ფაქტორის (ზმფ) და კარდიომიოციტების პროლიფერაციული აქტიურობის ურთიერთდამოკიდებულება [ka]