ka | en
Company Slogan TODO

გამოკვლევები ენანტიომერული ნარევების დაყოფის ფიზიკურ-ქიმიური მექანიზმების კვლევის დარგში

ავტორი: ბეჟან ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: ენანტიომერების დაყოფა, მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია, კაპილარული ელექტროქრომატოგრაფია, ნანოქრომატოგრაფია
ანოტაცია:

გამოკვლევები ენანტიომერული ნარევების დაყოფის ფიზიკურ-ქიმიური მექანიზმების კვლევის დარგში ბეჟან ჭანკვეტაძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრა და ფიზიკური და ანალიზური ქიმიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი ჭავჭავაძის გამზ. 1, 0179 თბილისი bezhan.chankvetadze@tsu.ge ისეთი ქირალური მოლეკულების ენანტიომერები, როგორიცა სამკურნალწამლო საშუალებები, აგროქიმიკატები, საკვების დანამატები და ა.შ. განსხვავებული ბიოლოგიური მოქმედებით ხასიათდებიან. აქედან გამომდინარე ქირალური მოლეკულები, რომელთა გამოყენება ზემოთ ხსენებული მიზნებით მოიაზრება, შემუშავებული უნდა იყოს ენანტიომერულად სუფთა სახით. ენანტიომერების დაყოფა წარმოადგენს მათი ანალიზის ძირითად, ხოლო მათი დიდი რაოდენობით მისაღებად ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეთოდს. აქედან გამომდინარე, ენანტიომერული ნარევების დაყოფა თანამდეროვე ქიმიის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას განეკუთვნება [1]. მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება ჩვენი გამოკვლევბი ენანტიომერული ნარევების დასაყოფად ახალი მასალების დამუშავების, კომერციალიზაციისა და გამოყენების სფეროში სითხურ ქრომატოგრაფიაში, ზეკრიტიკული წნევების ქრომატოგრაფიაში, ნანოქრომატოგრაფიასა და კაპილარულ ელექტროქრომატო-გრაფიაში. მოხსენების პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნება ცელულოზას და ამილოზას ახალი ნაწარმები, რომლებიც გამოსადეგია ენანტიომერული ნარევების პრეპარატული და ანალიზური დაყოფებისათვის სხვადასხვა ტიპის ქრომატოგრაფიული მოძრავი ფაზების გამოყენებით [1-4]. მოხსენების მეორე ნაწილში უფრო დეტალურად იქნება მიმოხილული ამ ახალი მასალების 5 წარმომადგენელი, რომელთა კომერციალიზაცია განხორციელდა ამერიკული კომპანია Phenomenex-ის მიერ. მიმოხილული იქნება აგრეთვე ჩვენი ჯგუფის მიერ მიღებული ახალი შედეგები ენანტიომერების ელუირების რიგის რეგულირებისა და ქირალური გამოცნობის მექანიზმების კვლევის დარგში [1, 5-7]. ლიტერატურა: [1] B. Chankvetadze, J. Chromatogr. A, 1269 (2012) 26. [2] B. Chankvetadze, E. Yashima, Y. Okamoto, Chem. Lett., 1993 (4) 617. [3] B. Chankvetadze, E. Yashima, Y. Okamoto, J. Chromatogr. A., 670 (1994), 39. [4]. B. Chankvetadze, E. Yashima, Y. Okamoto, A, 694 (1995) 101. [5] K. Lomsadze, G. Jibuti, T. Farkas, B. Chankvetadze, J. Chromatogr. A, 1234 (2012) 50. [6] G. Jibuti, A. Mskhiladze, N. Takaishvili, L. Chankvetadze, M. Karchkhadze, T. Farkas, B. Chankvetadze, J. Sep. Sci., 35 (2012) 2529. [7] I. Matarashvili, L. Chankvetadze, S. Fanali, T. Farkas, B. Chankvetadze, J. Sep. Sci., 36 (2013) 140.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com