მიკროტემპერატურების გათვალისწინებით პრიზმული გარსების სტატიკური იერარქიული მოდელების აგება და გამოკვლევა
ავტორი: გია ავალიშვილითანაავტორები: მარიამ ავალიშვილი, დავით გორდეზიანი
საკვანძო სიტყვები: მიკროტემპერატურიანი თერმოდრეკადობის თეორია, პრიზმული გარსები, იერარქიული მოდელები
ანოტაცია:
ნაშრომი ეძღვნება ვარიაციული მიდგომის გამოყენებით თერმოდრეკადი პრიზმული გარსების ორგანზომილებიანი იერარქიული მოდელების აგებას და გამოკვლევას მიკროტემპერატურების გათვალისწინებით. განხილულია მიკროტემპერატურების გათვალისწინებით თერმოდრეკადობის თეორიის წრფივი სტატიკური მოდელის შესაბამისი სამგანზომილებიანი სასაზღვრო ამოცანის ვარიაციული ფორმულირება და პრიზმული გარსისათვის, რომლის სისქე შეიძლება ნულის ტოლი იყოს გვერდითი საზღვრის გარკვეულ ნაწილზე, სობოლევის სივრცეებში აგებულია ორგანზომილებიან მოდელთა იერარქია, როცა ტემპერატურა და მიკროტემპერატურის და გადაადგილების ვექტორების კომპონენტები ნულის ტოლია პრიზმული გარსის გვერდითი საზღვრის ნაწილზე, ხოლო ზედა და ქვედა პირით ზედაპირებზე და გვერდითი საზღვრის დანარჩენ ნაწილზე მოცემულია ზედაპირული ძალის, სითბოს ნაკადის და სითბოს ნაკადის პირველი მომენტის მნიშვნელობები. შესწავლილია რედუცირებული ორგანზომილებიანი ამოცანების ამონახსნების არსებობა და ერთადერთობა შესაბამის წონიან სობოლევის სივრცეებში. ამავე დროს, დამტკიცებულია აგებული ორგანზომილებიანი ამოცანების ამონახსნებიდან აღდგენილი სამი სივრცითი ცვლადის ვექტორ–ფუნქციების მიმდევრობის საწყისი სამგანზომილებიანი ამოცანის ზუსტი ამონახსნისაკენ კრებადობა და მისი დამატებითი რეგულარობის პირობებში მიღებულია კრებადობის რიგის შეფასება.
მიმაგრებული ფაილები:
Abstract [en]ანოტაცია [ka]