პრიზმული გარსების იერარქიული მოდელები შერეული პირობებით პირით ზედაპირებზე
ავტორი: გიორგი ჯაიანისაკვანძო სიტყვები: იერარქიული მოდელები, პრიზმული გარსები, წამახვილებული ნაპირი
ანოტაცია:
ი. ვეკუამ ცვლადი სისქის დრეკადი პრიზმული გარსებისათვის, კერძოდ, ფირფიტებისათვის, ააგო იერარქიული მოდელები, როდესაც პირით ზედაპირებზე ცნობილია ან ძაბვები (მოდელი I) ან გადაადგილებები (მოდელი II). წინამდებარე ნაშრომში აგებული და გაანალიზებულია იერარქიული მოდელები, საზოგადოდ, წამახვილებული დრეკადი პრიზმული გარსებისათვის, როდესაც პირით ზედაპირებზე (i) ცნობილია ძაბვის ვექტორის პრიზმული გარსის პროექციისადმი ნორმალური მდგენელი და გადაადგილების ვექტორის პრიზმული გარსის პროექციისადმი პარალელური მდგენელები (მოდელი III), (ii) ცნობილია გადაადგილების ვექტორის პრიზმული გარსის პროექციისადმი ნორმალური მდგენელი და ძაბვის ვექტორის პრიზმული გარსის პროექციისადმი პარალელური მდგენელები (მოდელი IV). V და VI მოდელს, შესაბამისად, ვუწოდებთ იმ იერარქიულ მოდელებს, როდესაც ერთ პირით ზედაპირზე ცნობილია (i) პირობები, ხოლო მეორეზე - (ii) პირობები. გარდა ამისა, ვაგებთ ისეთ იერარქიულ მოდელებს, როდესაც ზედა პირით ზედაპირზე ცნობილია ძაბვის ვექტორი, ხოლო ქვედაზე - გადაადგილებები (მოდელი VII) და პირიქით (მოდელი VIII). განსახილველი მოდელების ნულოვან მიახლოებაში გამოკვლეულია წამახვილებულ ნაპირზე წამახვილების გეომეტრიაზე დამოკიდებულებით სასაზღვრო პირობების კორექტულად დასმის თავისებურებები. კონკრეტულ შემთხვევებში, ზოგიერთი სასაზღვრო ამოცანა ამოხსნილია ცხადი სახით.
მიმაგრებული ფაილები:
Hierarchical Models for Prismatic Shells with Mixed Conditions on Face Surfaces [en]პრიზმული გარსების იერარქიული მოდელები შერეული პირობებით პირით ზედაპირებზე [ka]