პოლარიზებული ანტიპროტონების ნაკადების მიღების გზების ძიება ANKE/COSY სპექტრომეტრზე
ავტორი: მირიანი ტაბიძეთანაავტორები: ზარა ბაღდასარიანი, ანდრო კაჭარავა, ნოდარ ლომიძე, გოგი მაჭარაშვილი, დავით მჭედლიშვილი, მიხეილ ნიორაძე, დავით ჭილაძე
საკვანძო სიტყვები: სპინი, პოლარიზაცია
ანოტაცია:
ნაშრომში მოყვანილია პოლარიზებული ანტიპროტონების ნაკადების მიღების მიზნით ANKE საერთაშორისო კოლაბორაციის ფარგლებში ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევების შედეგები. ექსპერიმენტები ჩატერებული იყო ქ.იულიხის COSY ამაჩქარებელის ANKE სპეტრომეტრზე. არსებობდა თეორიული მოსაზრება, რომ შესაძლებელია პოლარიზებული ანტიპროტონების ნაკადის მიღება პოლარიზებული პოზიტრონების საშუალებით - ე.წ. სპინის „გადაცემა“ პოლარიზებული პოზიტრონიდან არაპოლარიზებულ ანტიპროტონზე. მსგავსი ტიპის, მხოლოდ შებრუნებული (დეპოლარიზაციის) ექსპერიმენტები ჩატერებული იყო 2008 წლის აგვისტოში, რომლის დროსაც შემოწმდა ამ მოსაზრების სამართლიანობა პოლარიზებული პროტონებისა და არაპოლარიზებული ელექტრონების ნაკადების შემთხვევაში. პოლარიზებული პროტონული ნაკადის რაიმე შესამჩნევი დეპოლარიზაცია არ იქნა დაფიქსირებული, და ამდენად, ეს მეთოდი დაწუნებულ იქნა. არსებობდა სხვა თეორიული მოსაზრებაც, დამყარებული სპინური ფილტრაციის მოვლენაზე, რომლის თანახმად არაპოლარიზებული პროტონების ნაკადის წყალბადის პოლარიზებული სამიზნის მარავალჯერადი გადაკვეთისას სპინის ორიენტაციაზე დამოკიდებული ურთიერთქმედება სპინური კომპონენტის გავლენით ”ამოარჩევს” ერთი და იგივე ორიენტაციის სპინის პროტონებს, და ამგვარად, მოახდენს ნაკადის პოლარიზაციას. 2011 წლის სექტემბერში ჩატერებულმა ექსპერიმენტებმა დაადასტურეს ამ მეთოდის სამართლიანობა. იგივე მეთოდი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პოლარიზებული ანტიპროტონების ნაკადის მისაღებად, რომლის განხორციელება იგეგმება CERN ID ანტიპროტონულ ამჩქარებელზე.
მიმაგრებული ფაილები:
პოლარიზებული ანტიპროტონების ნაკადების მიღების გზების ძიება ANKE/COSY სპექტრომეტრზე [ka]Towards Polarized Antiprotons at ANKE/COSY [en]