ბელტრამის განზოგადოებული დინება - ჭავლის (ჯეტის) და თხელი-დისკის სისტემის მოდელი
ავტორი: ნანა შათაშვილითანაავტორები: ზენშო იოშიდა
საკვანძო სიტყვები: ბელტრამის დინება, განზოგადოებული გრიგალობა, სპირალობა, ჭავლი (ჯეტი), ასტროფიზიკური დისკი
ანოტაცია:
სხვადასხვა მასშტაბის მასიური ობიექტის (ახალგაზრდა ვარსკვლავებიდან დაწყებული გალაქტიკური ბირთვებით დამთავრებული) მახლობლობაში ნივთიერების დინება ქმნის სანახაობით სტრუქტურას თხელი დისკისა და კოლიმირებული ჭავლის (ჯეტის) კომბინაციის სახით. მიუხედავად მასშტაბთა პარამეტრების ფართო სპექტრისა (როგორებიცაა რეინოლდსის რიცხვი, ლუნდკვისტის რიცხვი, იონიზაციის ხარისხები, ლორენცის ფაქტორი, და ა.შ.), ისინი ხასიათდებიან აღსანიშნავი მსგავსებით, რაც უნივერსალური პრინციპით უნდა იყოს ნაკარნახევი. ფორმულირებულია განზოგადოებული ბელტრამის პირობა, როგორც ასეთი პრინციპის ლაკონური წარმოდგენა. კეპლერის ბრუნვის ცენტრში სინგულარობა აიძულებს დინებას გაუსწორდეს „განზოგადოებული გრიგალობის“ (ლოკალური სიმკვრივისა და სასრული დისიპაციის გათვალისწინებით) მიმართულებას, რომელიც დისკის გამჭოლი ღერძის სახით გამოვლინდება, ანუ ჭავლი (ჯეტი) წარმოადგენს ბელტრამის დინებას. ბელტრამის დინების მოდელზე დაყრდნობით დისკი-ჯეტის სისტემისათვის აგებულია ანალიზური ამონახსნები ავტო-მოდელური ამონახსნის მეთოდის გამოყენებით. განზოგადოებული გრიგალობის სპირალობა განმსაზღვრელი პარამეტრია დისკი-ჯეტის სისტემის თვით-ორგანიზაციის პროცესში. ნაჩვენებია, რომ თუმცა მოცემული კვლევა აღწერს ჯეტის კოლიმაციის სუფთად ჰიდროდინამიკურ მოდელს, მიდგომაში შესაძლებელია ადვილად ჩავრთოთ დისკის ცენტრში გამჭოლი მაგნიტური ველიც, რათა ამ უკანასკნელმა გაიძღოლიოს (და ასევე დაგრიხოს, რაც ხშირად დაიმზირება) დამუხტული გაზის (პლაზმის) დინება. მოდელში ჰიდრონიკამიკური განზოგადოებული გრიგალობა თამაშობს მაგნიტური ველის როლს.
მიმაგრებული ფაილები:
Generalized Beltrami Flow - a Model of Narrow-jet and thin-disk system [en]ბელტრამის განზოგადოებული დინება - ჭავლის (ჯეტის) და თხელი-დისკის სისტემის მოდელი [ka]