ka | en
Company Slogan TODO

ბაქტერიების გამრავლების პროცესების ტურბოდიმეტრის მეთოდით კვლევები

ავტორი: თამაზ მძინარაშვილი
თანაავტორები: ირინა პაპუკაშვილი, ნინო შენგელია, თამარ ფარცხალაძე და მარიამ ხვედელიძე
საკვანძო სიტყვები: ტურბიდიმეტრის მეთოდი, ბაქტერიების გამრავლება, ანტიმიკრობული აგენტები, ინფიცირების მექანიზმი
ანოტაცია:

უწყვეტ დროის რეჟიმში ბაქტერიების გამრავლების პროცესზე დამზერას გააჩნია ის უპირატესობა, რომ ამით შესაძლებელა დადგენილი იყოს ის მექანიზმები, რითიც ხასიათდება სხვადასხვა წარმომავლობის ბიოლოგიურად აქტიური მოლეკულების ბაქტერიის მემბრანასთან ურთიერთქმედების ბუნება. ასეთი მიდგომით საინტერესოა გაირკვეს ბაქტერიების გამრავლების პროცესზე თუ რა გავლენას ახდენს, მაგალითად, გარემო პირობები, ან სხვა ანტიმიკრობული აგენტები - ანტიბიოტიკები, ისევე როგორც მნიშვნელოვანია დადგინდეს თუ როგორია ცოცხალი ბაქტერიების და ბაქტერიოფაგების ურთიერთქმედების ადრეული ეტაპების მექანიზმები. ამ ურთიერთქმედებაზეა დამოკიდებული შედგება თუ არა ფაგით ბაქტერიის ინფიცირების პროცესი. ჩვენს მიერ შექმნილი ტურბიდიმეტრის მეთოდით, შესაძლებელია მაღალი სიზუსტით განისაზღვროს ხსანარის გამჭვირვალობის ხარისხი, რაც დამოკიდებულია ბაქტერიების ტიტრის მნიშვნელობაზე ხსნარში. მნიშვნელოვანი ვიცოდეთ თუ როგორი იქნება ბაქტერიების გამრავლება დროში, თუ შეიცვლება საკვები არეს შემადგენლობა, ან საკვებ არეში შეტანილი იქნება ანტიბიოტიკები ან ბაქტერიოფაგები. ჩვენს მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ბაქტერიების გამრავლების პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ხსნარში არამარტო ანტიმიკრობული აგენტების არსებობა, არამედ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პრეპარატების კონცენტრაციასაც. ამის ნათელი მაგალითია ექსპერიმენტული შედეგი, რომლის მიხედვითაც ბაქტერიების გამრავლების სიჩქარეზე და ამ პროცესის ეტაპების მიმდინარეობის ხასიათზე დიდი გავლენას იქონია საკვები ბულიონის კონცენტრაციამაც (სტანდარტულ ბულიონის კონცენტრაციასთან შედარებით). ისევე როგორც ნაჩვენები იქნა, რომ თუ ანტიბიოტიკების ან ფაგების დიდი რაოდენობა საკვებ ბულიონში აჩერებს ბაქტერიების გამრავლებას, რაც სრულიად ბუნებრივია, ამის საწინააღმდეგოდ, მათი რაოდენობის შემცირებისას იგივე პრეპარატები პრაქტიკულად ხელს ვერ უშლის ბაქტერიების გამრავლებას. ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დასკვნა, რომლის მიხედვითაც თუ ბაქტერიის მემბრანაზე არსებული ე.წ. რეცეფტორულ ადგილებს, რომელთაც უკავშირდება ანტიბიოტიკები ან ფაგურ ნაწილაკები, ოღონდ ისე რომ კიდევ არის მემბრანაზე დარჩენილი თავისუფალი, (ანტიბიოტიკებისაგან, ფაგებისაგან) რეცეპტორული ადგილები, ასეთი შემთხვევა ვერ ახდენს გავლენას ბაქტერიის გამრავლებაზე და ის ჩვეულებრივ მრავლდება. იმ შემთხვევაში, როდესაც ანტიბიოტიკის მოლეკულები ან ფაგური ნაწილაკები შეავსებენ მემბრანაზე არსებულ ყველა რეცეფტორულ ადგილებს, მაშინ ბაქტერიები არ გამრავლდებიან. ასევე ლოგიკურია რომ ფაგების შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ ხდება ერთი ფაგით ბაქტერიის ინფიცირება, როცა საკვებ ბულიონში არსებული ფაგები შეავსებენ თითქმის ყველა რეცეფტორულ ადგილებს და შემდგომ ერთი ფაგური ნაწილაკიდან დაიწყება დნმ-ის ეჟექცია ციტოპლაზმაში და ხდება ბაქტერიის ინფიცირება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com