ka | en
Company Slogan TODO

DPPC და DPPA ფოსფოლიპიდებისაგან დამზადებული ლიპოსომების თერმოდინამიკური კვლევები

ავტორი: თამაზ მძინარაშვილი
თანაავტორები: მარიამ ხვედელიძე, ეკა შეილაძე და გივი ქოჩორაძე
საკვანძო სიტყვები: ფოსპოლიპიდები, ლიპოსომების სტრუქტურა, თერმოდინამიკური კვლევა
ანოტაცია:

დიფერენციალური სკანირებადი მიკროკალორიმეტრული მეთოდით შესწავლილი იქნა ორი ტიპის ფოსფოლიპიდებისაგან (DPPC და DPPA) დამზადებული ლიპოსომების თერმოდინამუიკური თვისებები. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ თუ DPPA ლიპოსომების ფაზური გადასვლის ტემპერატურა შეადგენს 66°C, მაშინ როდესაც DPPC ლიპოსომების ტემპერატურა განისაზღვრება მხოლოდ 42°C -ით. აღმოჩნდა, რომ DPPC ლიპოსომების მთავარი, კოოპერატული პიკის წინა ტემპერატურულ ინტერვალში კიდევ დაიმზირებია ორი მცირე სითბოსშთანთქმის პიკებიც (ე.წ. წინა გადასვლის პიკები), რომლებიც არ გააჩნია (არ შეიმჩნევა) DPPA ლიპოსომების შემთხვევაში. მიღებულია ექსპერიმენტული შედეგები, რომელიც ცალსახად აჩვენებს, რომ ტემპერატურით ზემოქმედებით ლიპოსომების სტრუქტურული მთლიანობა არ ირღვევა მაღალ (150°C) ტემპერატურის პირობებშიც კი, რასაც ადასტურებს ლიპოსომების სტრუქტურის აღდგენა (თითქმის მთლიანად) თუ ნიმუშს გაბაციებთ. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ლიპოსომების სითბური დნობის პროცესი არის შექცევადი, კერძოდ, დნობის ენტროპია და დნობის ტემპერატურა არ იცვლება ნიმუშის სხვადასხვა სიჩქარით გაცხელებისას. შესწავლილი იყო სხვადასხვა ფლუოროსცენტული საღებავების ურთიერთქმედება (DPPC და DPPA) ლიპოსომებზე. კვლევებმა აჩვენა, რომ საღებავები ურთიერთქმედებენ ლიპოსომების ზედაპიზე არსებულ ლიპიდების ჰიდროფილურ თავაკებზე (და არა ლიპიდების ჰიდროფობულ კუდებზე). ჩვენ ვარაუდობთ, რომ ლიპოსომების ზედაპირზე თავაკებს შორის წარმოქმნილი შედარებით სუსუტი კავშირები არიან ისეთი სახის, რომ ისინი ნანონაწილაკებს უნარჩუნებენ სტრუქტურულ სტაბილობას დროში, რასაც ადასტურებს ლიპოსომების სტრუქტურის მთლიანობის არსებობა დიდი დროის განმავლობაში, ისე რომ არ ხდება არც მათი დანგრევა დროში და არ ხდება აგრეგატების წარმოქმნა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com