მზარდი ვირთაგვას პანკრეასის ki-67 პოზიტიური უჯრედების რაოდენობის ცვლილებაზე ენდოგენური ცილოვანი კომპლექსის ზემოქმედება
ავტორი: ირინა მოდებაძეთანაავტორები: გიორგი მოსიძე, ნათია ლიპარტია, დიანა ძიძიგური
საკვანძო სიტყვები: პანკრეასი, პროლიფერაცია, ცილოვანი კომპლექსი
ანოტაცია:
ორგანიზმის განვითარების პროცესის რეგულაციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება უჯრედშორის ურთიერთქმედებას, რაც მარეგულირებელი სასიგნალო მოლეკულებით ხორციელდება. დღეისათვის ცნობილია მრავალი მარეგულირებელი ფაქტორი, რომელიც გამოყოფილია თითქმის ყველა ქსოვილიდან და ნაწილობრივ დახასიათებულია. ერთ-ერთი ასეთი ენდოგენური ცილოვანი კომპლექსი იდენტიფიცირებულია პანკრეასის ქსოვილში. დადგენილია, რომ ცილოვანი კომპლექსი არ ავლენს სახეობრივ სპეციფიკურობას და იწვევს უჯრედების მიტოზური აქტიურობის დაქვეითებას. ამავე დროს, კომპლექსის მოქმედებით მატულობს უჯრედულ ციკლში მყოფი უჯრედების (ki-67 პოზიტიური უჯრედები) რაოდენობა. აქედან გამომდინარე კვლევის მიზანი იყო მზარდი ვირთაგვას პანკრეასის ki-67 პოზიტიური უჯრედების რაოდენობაზე პანკრეასის უჯრედებიდან გამოყოფილი თერმოსტაბილური ცილოვანი კომპლექსის ზემოქმედების შესწავლა დინამიკაში. კვლევის ობიექტად შერჩეული იყო მზარდი (7 დღიანი) ვირთაგვები. უჯრედების გამრავლების ინტენსიურობის შესაფასასებლად გამოყენებული იქნა (ანტისხეული Ki67- ის მიმართ) შეღებვის იმუნოჰისტოქიმიური მეთოდი. საკვლევ მასალას ვიღებდით პანკრეასის თცკ ინექციიდან სხვადასხვა ვადაზე. დადგინდა, რომ ზრდასრული ვირთაგვას პანკრეასის თცქ-ს მოქმედების ხანგრძლივობა in vivo სისტემაში საშუალოდ 3 საათს შეადგენს. უჯრედების გამრავლებაზე პანკრეასის თცკ-ს დამთრგუნველი ზემოქმედება შექცევადი პროცესია; აღნიშნული უჯრედები ინარჩუნებენ დაყოფის და გარკვეული დროის შემდეგ საკუთრივ მიტოზის ფაზაში გადასვლის უნარს, შესაბამისად. ჰომოტიპური უჯრედების გამრავლებაზე პანკრეასის თცკ-ს დამთრგუნველი ზემოქმედების საპასუხოდ, ორგანოს პარენქიმაში იზრდება ციკლში შესული უჯრედების რაოდენობა. პანკრეასის ენდოგენური თცკ-ს ზემოქმედებით ჰომოტიპური უჯრედების გამრავლების ინჰიბირება ორგანოს პროლიფერაციული აქტიურობის სტიმულაციას ინდუცირებს.
მიმაგრებული ფაილები:
Modebadze Eng [en]Modebadze Geo [ka]