ka | en
ღვარცოფული პროცესების საშიშროების რისკის შეფასება მდ. დურუჯის აუზში
ავტორი: თინათინ ნანობაშვილითანაავტორები: ემილ წერეთელი, მერაბ გონგაძე
საკვანძო სიტყვები: ღვარცოფული პროცესები, რეოლოგია, საშიშროების რისკი
ანოტაცია:
ღვარცოფული მოვლენების განვითარების მასშტაბებით, განმეორებადობის სიხშირით, მიყენებული ეკონომიკური ზარალის ოდენობითა და საშიშროების რისკით მდ. დურუჯის აუზი, მთელ სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი გამორჩეულია. მისი ღვარცოფმაფორმირებელი გეოლოგიური კერა ძირითადად მდებარეობს ტყის ზედა სარტყლის ზემოთ, რის გამოც მყარი მინერალური მასის ფორმირებაში მონაწილეობს ფერდობული პროცესების მთელი კომპლექსი. დღეისათვის ქ. ყვარლის მოსახლეობის ღვარცოფებისაგან დაცვის ყველაზე ოპტიმალურ და ეფექტურ ღონისძიებად შეიძლება მივიჩნიოთ სანაპირო დამბა, რომლის მოწყობის შემდეგ, მიუხედავად მრავალჯერადი ღვარცოფების გავლისა, ქალაქის ტერიტორიაზე ნაკადები არ გადასულა.
მიმაგრებული ფაილები:
Danger Risk Assessment for Mudflow Process in the Duruji River Basin [en]ღვარცოფული პროცესების საშიშროების რისკის შეფასება მდ. დურუჯის აუზში [ka]