ka | en
Company Slogan TODO

ამინომჟავების FMOC-ნაწარმების ენანტიომერების ელუირების რიგის დადგენა სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლისაქარიდული ქირალური სტაციონალური ფაზებისა და მოძრავ ფაზად მეთანოლისა და აცეტონიტრილის გამოყენებით

ავტორი: ნინო ღიბრაძე
თანაავტორები: ბეჟან ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: ამინომჟავები, ქირალური სტაციონარული ფაზა
ანოტაცია:

ე.წ. N-დაცული α-ამინომჟავები ფართოდ გამოიყენება როგორც ქირალური საწყისი ნივთიერებები ფარმაცევტულ ქიმიასა და ბიოქიმიაში. სწორედ აღნიშნულის გამო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანალიზური მეთოდების დამუშავებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ სინთეზირებული ამინომჟავების ენანტიომერული სისუფთავე და გარდა ამისა, დამუშავდეს ახალი მეთოდები, რომლებიც ენანტიომერულად სუფთა ამინომჟავის მიღების საშუალებას იძლევა. ფტორმეთოქსიკარბონილის (FMOC) ჯგუფი წარმოადგენს დამცავ ჯგუფს α-ამინო მჟავებისათვის და გარდა ამისა განაპირობებს მაღალ მგრძნობიარობას ფლუორესცენტული დეტექტირებისათვის და ასევე სძენს α-ამინო მჟავებს სინათლის შთანთქმის უნარს ულტრაიისფერ უბანში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ქრომატოგრაფიული ანალიზის დროს. ნაშრომში შესწავლილია FMOC ამინომჟავების ენანტიომერების ელუირების რიგი პოლისაქარიდული ტიპის ქირალური სტაციონალური ფაზის და სხვადასხვა მოძრავი ფაზების გამოყენებით. ექსპერიმენტის ფარგლებში დაგეგმილია FMOC ამინომჟავების ენანტიომერების ელუირების რიგის შესწავლა სხვადასხვა ქირალური სტაციონარული ფაზების, ასევე განსხვავებული მოძრავი ფაზების და ამ მოძრავ ფაზებში სხვადასხვა დანამატების გავლენით . სამუშაოს პირველ ეტაპზე შევისწავლეთ FMOC ამინომჟავების ენანტიომერების ელუირების რიგზე ცელულოზას საფუძველზე მომზადებული ახალი ტიპის პოლისაქარიდული ქირალური სტაციონალური ფაზების, ასევე მოძრავი ფაზების ბუნების და ტემპერატურის გავლენა.


მიმაგრებული ფაილები:

Enantiomer elution order reversal of fluorenylmethoxycarbonyl-amino acid in high-performance liquid chromatography when using the polysaccharide-based chiral column and the mobile phase MeOH and ACN [en]
ამინომჟავების FMOC-ნაწარმების ენანტიომერების ელუირების რიგის დადგენა სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლისაქარიდული ქირალური სტაციონალური ფაზებისა და მოძრავ ფაზად მეთანოლისა და აცეტონიტრილის გამოყენებით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com