ka | en
Company Slogan TODO

"დაბერებული" ჰეტეროქრომატინის ფუნქციონირება

ავტორი: თეიმურაზ ლეჟავა
საკვანძო სიტყვები: ჰეტეროქრომატინი, ტელომერა, ქრომოსომა, დაბერება
ანოტაცია:

ჰეტეროქრომატინი წარმოდგენილია ორი განსხვაავებული კლასის – კონსტიტუციური და ფაკულტატური ჰეტეროქრომატინისაგან, რომელიც ძირითადად არის ტრანსკრიფციულად არააქტიური. ჩვენ შევისწავლეთ კონსტიტუციური (პერიცენტრომერული, ტელომერული და ბირთვაკმაორგანიზებელი რაიონები) და ფაკულტატური ჰეტეროქრომატინი ბიორეგულატორებისა და მეტალთა იონების ზემოქმედებისას ხანდაზმულ ( 80 წლისა და მეტი ასაკის )ინდივიდთა კულტივირებულ ლიმფოციტებში. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ხანდაზმულ ასაკში: (1) მიმდინარეობს ქრომატინის, კონსტიტუციური (პერიცენტრომერული, ტელომერული და ბირთვაკმაორგანიზებელი რაიონების ჰეტეროქრომატინი) და ფაკულტატური ჰეტეროქრომატინის პროგრესული ჰეტეროქრომატინიზაცია; (2) ქრომოსომული აბერაციების სიხშირის მომატება და რეპარაციული პროცესების შემცირება. ეს ორივე მაჩვენებელი არის. მეორადი ქრომოსომების პროგრესულ ჰეტეროქრომატინიზაციის მიმართ; (3) პეპტიდური ბიორეგულატორები იწვევენ ქრომოსომების დეჰეტეროქრომატინიზაციას; (4) Co2+ იონების ტეტრაპეპტიდურ ბიორეგულატორ ლივაგენთან (Lys-Glu-Asp-Ala) კომბინირებული მოქმედებისას ტელომერული ჰეტეროქრომატინი ნორმალიზირდება. შემოთავაზებულ გენეტიკურმა მექანიზმმა, კონსტიტუციური (პერიცენტრომერული, ტელომერული და ბირთვაკმაორგანიზებელი რაიონების ჰეტეროქრომატინი) და ფაკულტატური ჰეტეროქრომატინის რემოდელირებამ, შესაძლებელია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს დაბერების პათოგენეზის დადგენასა და მკურნალობაში.


მიმაგრებული ფაილები:

The Functioning of "Aged" Heterochromatin [en]
"დაბერებული" ჰეტეროქრომატინის ფუნქციონირება [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com